სელენა უილიამსი და როჯერ ფედერერი სათამაშო მოედანზე პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა ავსტრალიაში, სამშაბათს, პირველ იანვარს ჰოპმანის თასისფარგლებში გაიმართება.
უილიამსი და ფედერერი თავდაპირველად მარტოები შეხვდებიან ქალ და კაც მეტოქეებს, შემდეგ კი, შერეულ მატჩს გამართავენ, სადაც მათი მეწყვილეები ამერიკელი ფრენსის ტიაფო და შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი იქნებიან.
ფედერერიცა და უილიამსიც 37 წლისანი არიან და მათ ჯამში დიდი სლემის 43 ტიტული აქვთ. აქედან 23 უილიამსს და 20 — ფედერერს.
“ეს შეხვედრა ორივე ჩვენგანისთვის ამაღელვებელი და სასიხარულოა. იმედი მაქვს, ჩოგბურთის ფანები ამ დაპირისპირებას არ გამოტოვებენ და თვალს ადევნებენ”, – თქვა ფედერერმა.
სერენას სიტყვებით კი, შეხვერა მისთვის “ახდენილი ოცნების ტოლფასია”, რომელსაც მოუთმენლად ელის.
კომენტარები