2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანაზღაურების ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს. ამ საკითხზე დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე იმჯელეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ახალი სისტემა საცდელ რეჟიმში რამდენიმე კლინიკაში უკვე მოქმედებს. ახალი მეთოდი გულისხმობა საავადმყოფოს დაფინანსების რადიკალურ რეფორმირებას. საავადმყოფოს მიერ პაციენტზე გაწეული მკურნალობის ნებისმიერი, ფაქტიური ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, ახალი მოდელით საავადმყოფოების დაფინანსება მოხდება პაციენტების დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ დადგენილი და განფასებული სამკურნალო სტანდარტების მიხედვით.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი სისტემა ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის მომსახურების უფრო ეფექტიანად მიწოდებასა და რესურსების უკეთეს განაწილებას.

/</a></iframe>