NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს

ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს

31 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 885 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს. ლევან მურუსიძე მის მიმართ შექმნილ ნეგატიურ განწყობას ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ მზად არის გადადგომის საკითხი განიხილოს, თუკი მის წინააღმდეგ ბრალდებების დასაბუთება მოხდება. მურუსიძის თქმით, ითხოვს დისკუსიას არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან, იურისტებთან და პარლამენტის ფრაქციებთან. ასევე მზადაა შეხვდეს ჟურნალისტებს და ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

„ინტეპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე მერამდენე წელია ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული და მძლავრად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელმაც კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ჩემი უვადოდ განმწესების დღეებში მიაღწია. ამ დროის განმავლობაში ჩემი დისკრედიტაცია ხორციელდებოდა საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით და ფსიქოლოგიური ტერორის ყველა ხერხის გამოყენებით. ჩემს მიმართ პირდაპირ და უაპელაციოდ გამოცხადდა ვერდიქტი და არცერთ ეტაპზე არც კვალიფიციური ოპონირების საშუალება მომეცა, რათა საკადრისი პასუხი გამეცა ცილისმწამებლებისათვის და არც ფაქტების წარმოდგენაზე იზრუნა ვინმემ. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩემს წინააღმდეგ განსაკუთრებით აგრესიულად, მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად გაილაშქრა იმ პოლიტიკურმა პარტიამ („ნაციონალურმა მოძრაობამ“), ვინც პასუხისმგებელია სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ზოგადად კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის პირობებშიც მომიწია ზემოაღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება და რომელმაც ფაქტობრივად საკანონმდებლო მარწუხებში მოაქცია სასამართლო ხელისუფლება, ვინაიდან ამით ისინი შეეცადნენ საკუთარი პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოკისრებას.

ფაქტია, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და ნეგატიურმა განწყობამ საზოგადოების ფართო ფენამდე მიაღწია. მე ამ უსამართლო დამღით ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ. ამასთან, არაფრად მიღირს მოსამართლის მანტია, თუ ბრალდებას პასუხი არ გავეცი და წერტილი არ დავუსვი ამ ბინძურ კამპანიას. მე ასევე ზედმიწევნით კარგად მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობისა და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის პირობებში მოსამართლედ მუშაობა ნამდვილად არ იყო მარტივი. ესეც მოცემულობაა და არც ამ სიმართლისთვის თვალის გასწორება მიჭირს. ამასთან, საბჭოს მდივნად არჩევის შემდეგ, გამაჩნდა რა მოსამართლეთა კონფერენციის უმრავლესობის ნდობის მანდატი, ღიად მოვუწოდე მოსამართლეთა კორპუსს გამოგვეყენებინა შანსი და გვეზრუნა სასამართლოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გახდა ჩემზე განხორციელებული საინფორმაციო შტურმის მიზეზი. არადა, სწორედ ჩემმა და ჩემი თანამოაზრეების პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის რეალური პროგრესი, რომელსაც სასამართლო სისტემამ მიაღწია ამ წლებში და რომელზეც არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, არამედ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა თუ ინდექსი მეტყველებს. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის თვალსაზრისით ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით-პირველზე. ესეც მოცემულობაა და ოპონენტებს ამ მოცემულობისთვისაც მოუწევთ თვალის გასწორება.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მივმართე არასამთავრობო გაერთიანებებს, მოეხდინათ ჩემი პერსონალური ბრალეულობის ფორმულირება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და თუ ეს ბრალდება დადასტურდებოდა, განვიხილავდი ჩემი გადადგომის საკითხს. თუმცა ამაოდ – ისინი ჯიუტად დუმან. დუმან იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ამ საქმეზე ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს. მათი დუმილის მიუხედავად, მე გაჩერებას აღარ ვაპირებ და ოფიციალურად ვაცხადებ: მსურს საგნობრივი დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან და სწავლულ იურისტებთან. იმედია, ამ შეხვედრის ორგანიზება მესამე სექტორს არ გაუჭირდება; ცალკე ფორმატით, ერთხელ ან რამდენჯერმე მსურს შევხვდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და ვუპასუხო მათ ნებისმიერ კითხვას; სურვილი მაქვს, აგრეთვე, შევხვდე საქართველოს პარლამენტის უკლებლივ ყველა ფრაქციას და პირადად გავმართო მასთან დისკუსია.

იმედს გამოვთქვამ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება ამ შეხვედრების და დისკუსიების ორგანიზება და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა რეალურ ფაქტებსა და რაციონალურ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები, ანუ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და არ დარჩეს სხვის მიერ უხეშად მოდელირებული რეალობისა და ხელოვნურად შექმნილი განწყობების ამარა“ , – ნათქვამია ლევან მურუსიძის განცხადებაში.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

ლევან მურუსიძე სასამართლო 2018-12-31
Tags ლევან მურუსიძე სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკმა GGF -ისგან 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

შემდეგი სტატია

სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა

მსგავსი სტატიები

ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა – ოპოზიცია არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და მის შედეგებს არ აღიარებს

ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა – ოპოზიცია არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და მის შედეგებს არ აღიარებს

ირაკლი შალიკაშვილი 20 მაი 2019
მაიკ პომპეო: …აი, რა ვუთხარი ლავროვს

მაიკ პომპეო: …აი, რა ვუთხარი ლავროვს

ნინო ჩხეიძე 13 აგვ 2020

ფრანგი მსახიობი დანიელ დარიე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

19 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge