რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი წელი თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერს მიულოცა, მათ შორის დე-ფაქტო რესპუბლიკების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებსაც. თუმცა, მის სიაში ვერ მოხვდნენ მის მიერვე ოკუპირებული და ანექსირებული ქვეყნების საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები.
კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიოს პირველი პირების სია, ვისაც რუსეთის ლიდერმა ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. სიაში არიან აშშ-ს, საფრანგეთის, თურქეთის, ბელარუსიის და სირიის პრეზიდენტები.
ვლადიმერ პუტინმა კეთილი სურვილები და სამომავლო პარტნიორობა უსურვა გერმანიის კანცლერს, კანადის პრემიერ-მინისტრს და ბრიტანეთის დედოფალსაც. მან მიულოცა სომხეთის პრეზიდენტს და ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ესაუბრა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში, პუტინმა ხაზი გაუსვა წელს გამართულ ე.წ დამოუკიდებლობის 10 წლისთავის მნიშვნელობას. ასევე, დამდეგი ახალი წელი მიულოცა დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს.
კომენტარები