NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ანალიტიკოსები საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლას არ გამორიცხავენ

ანალიტიკოსები საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლას არ გამორიცხავენ

28 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 693 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების გამო პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს. მათი აზრით, გუნდის ლიდერები დამოუკიდებელად არ იღებენ გადაწყვეტილებებს და მათ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„კრიზისმა თავი იჩინა და ამ ფორმით გადმოხეთქა. დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში აქ არ არსებობს, სისტემა აგებულია ერთ ადამიანზე, პარაზიტირებს მის რესურსებზე. ისინი უფრო ცდილობენ შიდა კონფიგურაცია შეცვალონ და ამასთან გვაქვს საქმე.

არ გამოვრიცხავ ეს ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდეს, მაგრამ შეეცდებიან ალბათ, რომ თანაცხოვრების ახალი ფორმატი მოძებნონ,“-ამბობს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგები „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კრიზისზეც საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ ეკა ბესელიას შემდეგ სხვა ლიდერებიც მიიღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს.

„როგორც ჩანს კიდევ რამდენიმე ადამიანის ჩახსნა იგეგმება, უბრალო უმრავლესობას შეინარჩუნებენ და აღარ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმიტომ რომ რაც უნდოდათ უკვე გაიტანეს.

ალბათ, ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. რადგან „ოცნებაში“ ერთდროულად არის კრიზისიც და გადახალისების მცდელობაც,“-ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა გუშინ დატოვა. ეკა ბესელიამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

ბესელიამ თქვა, რომ სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომელთა სახელები პოლიტიკურ ზეწოლებს უკავშირდება. დეპუტატის განცხადებამ მისივე თანაგუნდელების გაღიზიანება გამოიწვია. განცხადებების შემდეგ დაპირისპირება დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდა. “ქართული ოცნება” ორ ბანაკად, ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

საპარლამენტო უმრავლესობა ქართული ოცონება 2018-12-28
Tags საპარლამენტო უმრავლესობა ქართული ოცონება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

11 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

შემდეგი სტატია

აშშ-ში ყველაზე პოპულარული ქალი მიშელ ობამაა

მსგავსი სტატიები

დღეს 2 კომიტეტზე ვიხილეთ კრიტიკის, პოპულიზმის და დემაგოგიის ახალი სტილი – “ვეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვიჩხუბო”

დღეს 2 კომიტეტზე ვიხილეთ კრიტიკის, პოპულიზმის და დემაგოგიის ახალი სტილი – “ვეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვიჩხუბო”

ირაკლი შალიკაშვილი 28 ოქტ 2019

საქართველო “მომავლის ერთერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად” დასახელდა

22 დეკ 2017
კვირიკაშვილი პომპეოსთან ერთად საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის

კვირიკაშვილი პომპეოსთან ერთად საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის

20 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

    ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge