NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თიბისის სტიპენდიას 2019 წელს 200 ბავშვი მიიღებს

თიბისის სტიპენდიას 2019 წელს 200 ბავშვი მიიღებს

27 დეკ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, საზოგადოება 2228 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისიმ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო. კომპანიის CSR პროექტები 5 სხვადასხვა მიმართულების ირგვლივ ერთიანდება. ესენია: ბიზნესის მხარდაჭერა, მემკვიდრეობა, კულტურა, თიბისის გუნდი, მომავალი თაობა. ეს უკანასკნელი 2019 წელს თიბისისთვის განსაკუთრებული ნიშა იქნება: ახალი პროექტის – „თიბისის სტიპენდიანტების“- ფარგლებში კომპანია 200 გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდას ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.

ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში უკვე სამი წელია ტარდება ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ბიზნესსექტორის ყველაზე დიდი ღონისძიებაა საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა საგანმანათლებლო და ინფორმაციული პლატფორმა www.tbcbusiness.ge, რომელზეც შესაძლებელია ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება. პროგრამა სტარტაპერის თითქმის 2 წლიანი ისტორია კი 410 სტარტაპსა და ჯაბში 83 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას ითვლის.

მემკვიდრეობის შენარჩუნება თიბისის 26 წლიან ისტორიაში და დღემდე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, #წერექართულად კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროქტი, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს, მათ შორის მაიკროსოფტთან ერთად შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას – Kartulad.ge, რომლის მიზანია კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის დანერგვა.

მემკვიდრეობაზე ზრუნვის პარალელურად, თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის მხარდაჭერა. ამისთვის შეიქმნა საქველმოქმედო ონლაინპლატფორმა Statusdonates.ge, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ხელს უწყობს ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში. თიბისი ისეთი ღონისძიებების პარტნიორია, როგორებიცაა: გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი – ლეონარდო და ვინჩი და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი.

კულტურის მხარდაჭერა თიბისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამის მაგალითია ლიტერატურული პრემია საბა, რომლის რიგით მე-16 საზეიმო ღონისძიება ფრანკფურტში გაიმართა, ელექტრონული და ხმოვანი წიგნების ყველაზე დიდი ქართული პლატფორმა – www.saba.com.ge,  არტარეა – პირვლი ქართული არხი კულტურაზე, მრავალი კულტურული ღონისძიება თიბისი გალერეასა და თიბისი არტ გალერეაში, პროექტი 12, ქოლგა თბილისი ფოტო, თბილისის არქიტექტურული ბიენალე და სხვა.

26 წლიანი ისტორიის მქონე თიბისის დღეს 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელია. 2009 წელს შეიქმნა თიბისელების ფონდი, რომელმაც ერთმანეთის დახმარება ტრადიციად აქცია და ჯამურად  4 000 000 ლარზე მეტი გასცა. 2013 წელს კი თიბისის მენეჯმენტის ინიციატივით შეიქმნა მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი.

26 წლის მანძილზე თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში  110 მილიონი ლარი გაიღო და 1,000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

[R]

კომენტარები

თიბისი თიბისი ბანკი მამუკა ხაზარაძე სტიპენდია 2018-12-27
Tags თიბისი თიბისი ბანკი მამუკა ხაზარაძე სტიპენდია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიგი უგულავა – დღეს ბესელია სწორ პოზიციაზეა, რომ ჯირყვნის „კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს“, ოღონდ მათ მხოლოდ „9 წლის” მსახურებად მოიხსენიებს

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე – ცვლილებები არასდროს არის ცუდი

მსგავსი სტატიები

მაია ასათიანი: დღეს ბოლო პროფილია

მაია ასათიანი: დღეს ბოლო პროფილია

ნინო ჩხეიძე 25 მარ 2021
გიგა ბოკერია დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტთან დაკავშირებით იმედიანადაა განყობილი.

გიგა ბოკერია დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტთან დაკავშირებით იმედიანადაა განყობილი.

ირაკლი შალიკაშვილი 25 მარ 2021
ელექტრომომარაგება 3 აგვისტოს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 3 აგვისტოს დროებით შეიზღუდება

02 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge