რუსთავში თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ.
მძღოლების მტკიცებით, საწვავისა და ავტონაწილების ფასები გაიზარდა, რის გამოც ავტომობილების შენახვას ვერ ახერხებენ.
ამჟამად რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ავტობუსებით მგზავრობა 1.50 ლარი ღირს. მძღოლების მოთხოვნაა, მგზავრობის საფასური 2 ლარამდე გაიზარდოს.
წყარო :imedinews.ge
კომენტარები