NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე – ჩვენი ამოცანაა, ყოველწლიურად შევძლოთ 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა

მამუკა ბახტაძე – ჩვენი ამოცანაა, ყოველწლიურად შევძლოთ 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა

27 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 782 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენი ამოცანაა, ყოველწლიურად შევძლოთ 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა და ვისურვებდი, ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რომელიც საბოლოო ჯამში სიღარიბის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებასა და დაძლევას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელთა დიდი ნაწილი შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენ გვაქვს სიღარიბის პრობლემა საქართველოში, რომლის გამომწვევი წყარო რამდენიმეა. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მცირეა. ეს მათ შორის უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მოდელი და მოქმედი წესები ზღუდავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საშუალებას. ჩვენი ახალი საბაჟო კოდექსი, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, დაზღვევის ინსტრუმენტები, რომელიც ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები ორიენტირებული იქნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირებაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე გაგრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯები გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს კიდევ უფრო ეფექტურად ინტეგრირებისთვის.

„ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა, რათა ბიზნესმა შეძლოს აქტიური განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ამოცანად დარჩება გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტურად ინტეგრირება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ლოგისტიკა, რომელიც ჯერ კიდევ მსხვილ ხარჯად რჩება ჩვენი მეწარმეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი არსებობს.

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური და წარდგენილია მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც ჯარიმების და საურავების დაწესების „დრაკონული წესების“ შეცვლას გულისხმობს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა დღგ-ს დაბრუნების რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ელექტრონულ რეჟიმში ამოქმედდება.

„წელს ნახევარ მილიარდზე მეტი დაუბრუნდათ ქართველ მეწარმეებს. ჩვენ ამ პროგრამას მომავალში გავაგრძელებთ და ჩვენი ამოცანაა, 2018-2020 წლების განმავლობაში მილიარდ-ნახევარი ლარი დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა, რაც მათ პროდუქციას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, – აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

მამუკა ბახტაძე სამუშაო ადგილები შექმნა 2018-12-27
Tags მამუკა ბახტაძე სამუშაო ადგილები შექმნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საახალწლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

შემდეგი სტატია

სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მსგავსი სტატიები

მოსკოვის პოლიციამ სავაჭრო ცენტრებსა და ორ რკინიგზის სადგურში ევაკუაცია განახორციელა

მოსკოვის პოლიციამ სავაჭრო ცენტრებსა და ორ რკინიგზის სადგურში ევაკუაცია განახორციელა

13 სექ 2017
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ვიყენებთ საგანგებო მდგომარეობის გარკვეულ ელემენტებს, მაგრამ ამას არ ვაძლევთ იურიდიულ სახეს, რომ ეს საგანგებო მდგომარეობაა

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ვიყენებთ საგანგებო მდგომარეობის გარკვეულ ელემენტებს, მაგრამ ამას არ ვაძლევთ იურიდიულ სახეს, რომ ეს საგანგებო მდგომარეობაა

ირაკლი შალიკაშვილი 18 მარ 2020
ვიცი რა გადაწყვეტილებაც მივიღე და გთხოვთ ამის შემდეგ არასოდეს დამისვათ კითხვა, არ ვაპირებ ჩემი გადაწყვეტილებებით ვაჭრობას – ქათამაძე რუსეთში გამართულ კონცერტზე

ვიცი რა გადაწყვეტილებაც მივიღე და გთხოვთ ამის შემდეგ არასოდეს დამისვათ კითხვა, არ ვაპირებ ჩემი გადაწყვეტილებებით ვაჭრობას – ქათამაძე რუსეთში გამართულ კონცერტზე

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge