NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძემ წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო ლაშა ტალახაძეს გადასცა

მამუკა ბახტაძემ წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო ლაშა ტალახაძეს გადასცა

27 დეკ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 655 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენ 2018 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს.

წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მთავრობის მეთაურმა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს გადასცა.

ბახტაძის თქმით, 2018 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო და თითოეული წარმატებული სპორტსმენი სამაგალითოა.

„დღეს საქართველოს ისე სჭირდება გამარჯვებები, როგორც არასდროს. 2018 წელს თამამად შეიძლება, ვუწოდოთ ქართული სპორტის გამარჯვების წელი. თქვენ, ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა 800 მედალი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს და შესაბამისად, 2018 წელი არის ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებები როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში.

განსაკუთრებული წარმატება ჰქონდათ ჩვენს პარაოლიმპიელებს. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა, ამავე დროს გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი არის მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მაგალითი იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს.

დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. 2020 წელს საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ მართლაც არის ჩემპიონებს სამშობლო. ამავე დროს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ, ქართველებს, შეიძლება არა მრავალრიცხოვანს, მაგრამ ძალიან ნიჭიერ ერს, განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა. წლის სპორტსმენთან ერთად, საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ 14 ნომინაციაში.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

დააჯილდოვა მამუკა ბახტაძე საუკეთესო სპორცმენი 2018-12-27
Tags დააჯილდოვა მამუკა ბახტაძე საუკეთესო სპორცმენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე – 2018 წელს ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები, საბაგიროები, აშენდა ბაღები და სკოლები

მსგავსი სტატიები

„ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში“

„ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში“

12 იან 2018
ლევან ღამბაშიძე: წინასწარ ძალიან მიხარია, რომ სწორედ ასეთი ისტორიის სახელმძღვანელოებით მოუწევთ …

ლევან ღამბაშიძე: წინასწარ ძალიან მიხარია, რომ სწორედ ასეთი ისტორიის სახელმძღვანელოებით მოუწევთ …

ნინო ჩხეიძე 08 აგვ 2021

„თიბისი სტატუსის” ახალი ფესტივალი Jazz and Wine Kakheti კახეთში

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

    მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge