NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ივანიშვილმა უკან დაიხია“ – ოპოზიცია პარლამენტში მოსამართლეთა სიის განხილვის გადადებას ეხმაურება

„ივანიშვილმა უკან დაიხია“ – ოპოზიცია პარლამენტში მოსამართლეთა სიის განხილვის გადადებას ეხმაურება

27 დეკ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 903 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტში წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია ვერ გავა – ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ისეთი კრიტერიუმების შემუშავება, რომელსაც მაგალითად ისეთი მოსამართლე, როგორიც არის ჩინჩალაძე, ვერ დააკმაყოფილებს.

„ეს სია ვერ გავა საქართველოს  პარლამენტში, შესაბამისად აუცილებელია კრიტერიუმები. ჩვენ ისედაც  ვიცოდით რომ ამ საკითხებზე უნდა დაგვეწყო მსჯელობა საგაზაფხულო სესიაზე. ეს პროცესი არის ღია პროცესი, ამას უკან უკვე ვეღარავინ მოაბრუნებს. ჩვენ შევიმუშავებთ კრიტერიუმებს, სადაც ჩინჩალაძე ვერ დააკმაყოფილებს მას,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი, რომელთა ბიოგრაფია საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს, პარლამენტმა გუშინ არ დაამტკიცა. კანდიდატურების განხილვა გაზაფხულამდე გადაიდო.

ოპოზიცია მომხდარ ფაქტს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უკან დახევად მიიჩნევს და მთლიანად სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა უკან დაიხია და სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა. მათ ამ ეტაპზე არ გაუვიდათ ის ნაბიჯი, რომ თავს მოეხვიათ საზოგადოებისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატები. ახლა მეორე ეტაპი არის წინ. საგაზაფხულო სესიისთვის უნდა გაიწეროს პროცედურები,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ.

მართლმსაჯულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.“ ხატია დეკანოიძის თქმით, მას მმართველი გუნდის წევრების ფიქტიური ნაბიჯის არ სჯერა.

„რეალურად ჩვენ ამ ფიქტიური ნაბიჯის არ გვჯერა. მთვარია რომ შეიცვალოს მთლიანად სისტემა. მახინჯი სისტემა მართლმსაჯულების რომ  კანონის ყველა რგოლი ემსახურებოდეს სამართლიანობას და არ ემსახურებოდეს ერთ ადამიანს,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეები ოპოზიცია უზენაესი სასამართლო 2018-12-27
Tags ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეები ოპოზიცია უზენაესი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის კვეთის წესებს ამკაცრებს

შემდეგი სტატია

თბილისში მგზავრებს საახალწლოდ გაფორმებული ავტობუსები მოემსახურება

მსგავსი სტატიები

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე რეალობის შექმნაზე, რომელიც ჩატარებულ კვლევებშიც ნათლად არის გამოხატული

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე რეალობის შექმნაზე, რომელიც ჩატარებულ კვლევებშიც ნათლად არის გამოხატული

ირაკლი შალიკაშვილი 12 აგვ 2021
რაღაც პროფესიებზე დაიწყეს ქილიკი, ზოგს „მეტადონშიკებს“ ეძახიან, „ნაცმოძრაობის“ მედიას ვთხოვ, ნუ დასცინით ხალხს, თავი დაანებეთ მათ დევნას, ბულინგს

რაღაც პროფესიებზე დაიწყეს ქილიკი, ზოგს „მეტადონშიკებს“ ეძახიან, „ნაცმოძრაობის“ მედიას ვთხოვ, ნუ დასცინით ხალხს, თავი დაანებეთ მათ დევნას, ბულინგს

ირაკლი შალიკაშვილი 27 ოქტ 2021

„ჩემს შვილთან ერთად მეც მოვკვდი და მკვდარი მეორედ არ კვდება“

23 მაი 2018

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge