NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს

27 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 704 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩემთვის ცოტა გაუგებარია ქალბატონი ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა ქალბატონმა ეკამ გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, გადადგომის ლოგიკური საფუძველი არ ჩანს, ვინაიდან გუშინ თავად მან თქვა, რომ საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის გადაიდო.

„ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარალმენტო ფორმატში, ასევე პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ორ ნაწილად იყო გაყოფილი ეს შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა ამ შეხვედრას, საუბარი იყო პროცედურასა და კანდიდატებზე. პროცედურას რაც შეეხება, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლში, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილია 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლე. ბუნებრივია, ეს აფერხებს საქმეთა განხილვას უზენაეს სასამართლოში. პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება კანდიდატებს, პოზიცია იყო იმაში, რომ უნდა განხილულიყო თითოეული კანდიდატი და საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს იყო საერთო პოზიცია, მოგვიანებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, შესაძლებლად მიაჩნდა საბჭოს ამ პროცედურის გადატანა, ასევე მე გავაკეთე განცხადება, რომ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ქალბატონი ეკას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა ქალბატონმა ეკამ გადადგომა ამ ყველაფერს. ლოგიკური საფუძველი არ ჩანს. ვეერანაირი კავშირი ვერ დავინახე პროცედურასა და მის გადადგომას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. თანამდებობა დატოვა ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმაც. ბესელიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომით კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი შეჩერდება.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

გადადგომა ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატები 2018-12-27
Tags გადადგომა ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეუფე პეტრე – ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი

შემდეგი სტატია

სოფიო კილაძე – ბესელიას გადადგომაზე ჟურნალისტები 2 თვის წინ მეკითხებოდნენ და რატომ ხდება ამ საკითხის მოსამართლეებთან დაკავშირება? – ნათლად ჩანს, რა დგას ამის უკან

მსგავსი სტატიები

დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი

დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2021
„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ საბჭოთა კავშირში, ჩრდილო კორეაში თუ თავისუფალ ქვეყანაში

„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ საბჭოთა კავშირში, ჩრდილო კორეაში თუ თავისუფალ ქვეყანაში

სოსო ელისაშვილი 07 მაი 2019
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს

სოსო ელისაშვილი 01 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge