დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს “ქართული ოცნება” ახალი წლიდან განახორციელებს. კულუარული ინფორმაციით, ცვლილებებს “შეეწირება” პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის პოსტი შესაძლოა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ დაიკავოს. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებები რამდენიმე ეტაპიანი იქნება და ეს პირველ რიგში მთავრობას შეეხება – რამდენიმე მინისტრთან ერთად, თანამდებობას რამდენიმე გუბერნატორიც და მერიც დაემშვიდობება.
ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები განხორციელდება პარტიის შიგნითაც. არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე თანამდებობას პარტიის შიგნითაც დაემშვიდობება. კობახიძის მიმართ ბიძინა ივანიშვილის განაწყენების საბაბი, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს “ქართული ოცნების” ძველი გვარდიაც.
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები