NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნათელაშვილი: „ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით“

ნათელაშვილი: „ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით“

26 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 403 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას აპირებს.

მისივე თქმით, ის და მისი მხარდამჭერები იწყებენ აქციას წითელი ჟილეტებით.

„როგორც მოგეხსენებათ, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაინაღდა საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ფულები რაც დახარჯა, უნდა, რომ ასმაგად ამოიღოს ჩვენი ხალხისგან. დღეს აპირებენ ტარიფის გაძვირებას. მთელი ევროპა შეაზანზარა ყვითელ ჟილეტიანთა მოძრაობამ, მთელი პარიზი. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სემეკ-თან მიმდინარე აქციაზე ასევე მივიდა ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც სემეკ-ში სხდომაზე შევიდა და კომისიის წევრებს პეტიცია გადასცა. ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ სემეკ-მა ვერ გაბედა მოსახლეობისთვის გაზის გაძვირება, თუმცა, მისი ინფორმაციით, ტარიფი შესაძლოა, კომერციული სექტორისთვის გაიზარდოს. ჩხარტიშვილმა კომისიის წევრებს „ივანიშვილის მარიონეტები“ უწოდა.

შალვა ნათელაშვილი და მისი მხარდამჭერები სემეკ-თან აქციას წითელი ჟილეტებით მართავენ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისია დღეს გაზის ტარიფის პროექტზე მსჯელობს. სემეკ-ის პროექტის თანახმად, თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი მცირედით დაიკლებს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

ლეიბორისტული პარტია შალვა ნათელაშვილი 2018-12-26
Tags ლეიბორისტული პარტია შალვა ნათელაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გენერალური პროკურორი ცოტნე გამსახურდიას ხვდება

შემდეგი სტატია

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს პიროტექნიკის შეძენის დროს ყურადღება მიაქციონ გამოშვების ვადას

მსგავსი სტატიები

პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება შემკავებელი ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა

პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება შემკავებელი ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა

14 აპრ 2018
კანონს რომ ჩააგდებთ, თუ გგონიათ, რომ ეგ არის თქვენი გამარჯვება, აი, მაგ გამარჯვებით გაგიმარჯოთ – მწვავე რეპლიკები კომიტეტზე

კანონს რომ ჩააგდებთ, თუ გგონიათ, რომ ეგ არის თქვენი გამარჯვება, აი, მაგ გამარჯვებით გაგიმარჯოთ – მწვავე რეპლიკები კომიტეტზე

სოსო ელისაშვილი 11 აპრ 2019
სოფო კილაძემ და ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს

სოფო კილაძემ და ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს

24 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ნასტასი კინსკი იუბილარია

    ნასტასი კინსკი იუბილარია

  • დმანისთან მიწისძვრა მოხდა

    დმანისთან მიწისძვრა მოხდა

  • თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

    თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

  • ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

    ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

  • “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

    “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge