NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს – დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ

სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს – დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ

26 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 433 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ ახალ მოძრაობას #ერთადსახლში იწყებს. ამ თემაზე ის „ფეისბუქში“ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მიმართავს ემიგრანტებს, რომ დიდი ტალღა უნდა ააზვირთონ, რომლებმაც გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე. სააკაშვილი მათ პირდება, რომ საქართველოში გაყვება.

„ძალიან ბევრს ვხვდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს, ზოგს ტაქსიში, ზოგს რაღაც მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში, ეს ხალხი თავისი შრომით ინახავს არა მხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ რეალურად, ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელის არის საქართველოში თავისი გადარიცხვებით, რადგან საქართველოში სხვა ეკონომიკა უკვე გააჩანაგა ივანიშვილმა.

არადა, ეს ხალხი სწორედ გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ გამოყარა იქიდან. ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავისი ძალა, უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ უცხოეთის უბნებზე, სადაც ხახვი და კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს.

ქართველებს, რომლებიც უცხოეთში არიან, რომლებმაც იციან შრომის ფასი, ვერ წვდება ივანიშვილის მოსყიდვა და მისი მეთოდები იქ არ ჭრის. მაგრამ ეს არ კმარა, ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება. ყველას უნდა, თავისი შვილები იქ გაზარდოს. ყველას უნდა, თავის შვილებს დაუბრუნდეს და არსად ქონდეს გასაქცევი“, – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ახალი მოძრაობის იდეა ქართველი პატრიოტების ჯგუფს ეკუთვნის.

„ახლა ქართველი პატრიოტების ჯგუფმა მომმართა, მათ შექმნეს მოძრაობა ერთად სახლში, ეს არის ძალიან მაგარი იდეა. ჩვენ უნდა დიდი ტალღა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ, არაფრის არ მეშინია, ბოლომდე გავალთ, ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ – ერთად სახლში, ვაერთიანებთ ძალებს.

მე შემოვივლი უკლებლივ ყველა ცენტრს, სადაც არიან ქართველები, შეგხვდებით თითოეულ თქვენგანს, ჩაგხედავთ თვალებში, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად, საქართველო იმსახურებს ბევრად მაგარ რაღაცას და ჩვენ ვიმსახურებთ, გვქონდეს მაგარი სამშობლო, აუცილებლად გვექნება მაგარი სამშობლო – ერთად სახლში, აბა თქვენ იცით“, – აცხადებს სააკაშვილი.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილი ქართველი ემიგრანტები 2018-12-26
Tags ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილი ქართველი ემიგრანტები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფიროსმანი ვან გოგთან ერთად საფრანგეთში გამოიფინება

შემდეგი სტატია

„არ ვართ კმაყოფილი დღეს არსებული გამოძიების შედეგებით“ – მმართველი გუნდი ე.წ. „ხორავას ქუჩის“ საქმეზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო გაიხსნა

29 ნოე 2017

„საქმე გვაქვს პირდაპირ პოლიტიკურ კორუფციასთან“

18 ოქტ 2017
“გადადექი!” – ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობდნენ

“გადადექი!” – ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობდნენ

ნინო ჩხეიძე 01 სექ 2020

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge