NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არ ვართ კმაყოფილი დღეს არსებული გამოძიების შედეგებით“ – მმართველი გუნდი ე.წ. „ხორავას ქუჩის“ საქმეზე საუბრობს

„არ ვართ კმაყოფილი დღეს არსებული გამოძიების შედეგებით“ – მმართველი გუნდი ე.წ. „ხორავას ქუჩის“ საქმეზე საუბრობს

26 დეკ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 784 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ამ საქმეზე სრული ჩავარდნა აქვს ხელისუფლებას,“ – ეს განცხადება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გააკეთა.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, არანაირი რეაგირება შს მინისტრს კომისიის რეკომენდაციებზე არ მოუხდენია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანების მართლსაწინააღმდეგო ქმედებები იქნა გამოვლენილი.

„შს მინისტრი ცდილობს გამოძრომას ამ მდგომარეობიდან იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმის, რაზეა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ გამოვლენილია ყველაფერი. გამოვლენილია კონკრეტული ადამიანის მ.კ.-ს როლი ამ საქმეში და სრულიად გაუგებარია, რატომ არ არის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა. გამოვლენილია მირზა სუბელიანის კონკრეტული ქმედებები, რომელშიც უამრავი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები შეინიშნება და ამაზეც არანაირი რეაგირება არ არის,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ახალი წლების შემდეგ ეს საკითხი დავიწყებული იქნება, თუმცა, ეს ასე არ მოხდება. სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველა ჯერზე მოუწევს შს მინისტრს ამ საქმეზე პარლამენტში ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებას, რომ ზაზა სარალიძე ენმ-ს უნახავს ადგილს, თინა ბოკუჩავას თქმით, “უტიფრობაა ისეთი ტრაგედიის ადამიანისთვის, როგორიც ზაზა სარალიძეა, მსგავსი ბრალდება”.

„ადამიანი, რომელსაც შვილი სადისტურად მოუკლეს, გავიდა ერთი წელი და დღეს ხელისუფლება ეუბნება, რომ მისი შვილის მკვლელი არ არსებობს,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ,  რომ ყველა კრიტიკული შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა და ასევე თავად ზაზა სარალიძეს, მათ შს მინისტრის პარლამენტში დაუსვეს. ანრი ოხანაშვილის თქმით, გამოძიების შედეგებით არც ქართული ოცნებაა კმაყოფილი.

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი დღეს არსებული გამოძიების შედეგებით, რა შედეგებიც დღეს გვაქვს,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპულმა საქართველომ შექმნა გადაჭარბებული მოლოდინი, რომ მკვლელებს იპოვიდნენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა ვარიანტში ზაზა სარალიძეს უნდა ჰქონდეს პასუხი, ვინ მოკლა მისი შვილი.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

ანრი ოხანაშვილი გამოძიება მოზარდების მკვლელობის საქმე ხორავას ქუჩა ხორავას ქუჩის საქმე 2018-12-26
Tags ანრი ოხანაშვილი გამოძიება მოზარდების მკვლელობის საქმე ხორავას ქუჩა ხორავას ქუჩის საქმე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს – დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ

შემდეგი სტატია

“მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ”

მსგავსი სტატიები

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შეხვედრის ამსახველი ფოტოები

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შეხვედრის ამსახველი ფოტოები

ნინო ჩხეიძე 18 ნოე 2020

„ისე ნუ წახვალთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომებოდეთ“

12 აპრ 2018
რუსეთის პატრიარქმა ცხინვალის საოკუპაციო  რეჟიმი “ადგილობრივ ხელისუფლებად” მოიხსენია

რუსეთის პატრიარქმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი “ადგილობრივ ხელისუფლებად” მოიხსენია

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge