NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»“მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ”
epa05625919 President-elect Donald Trump delivers remarks to members of the news media during a meeting with US President Barack Obama (not pictured) in the Oval Office of the White House in Washington, DC, USA, 10 November 2016. President-elect Donald Trump and future First Lady Melania Trump are meeting with President Obama and First Lady Michelle Obama at the White House and are expected to discuss efforts toward a smooth transition of power. EPA/MICHAEL REYNOLDS

“მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ”

26 დეკ 2018 მსოფლიო 692 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე „დემოკრატები“ კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ.

„ვერ გეტყვით თუ როდის განაახლებს მთავრობა მუშაობას. ის შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობა მანამ არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ გვექნება კედელი. ეს არის ბარიერი იმ ხალხისგან, ვინც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოდის, ეს არის ბარიერი ნარკოტიკების წინააღმდეგ. თუ ჩვენ კედელი არ გვექნება, მუშაობას არ გავანახლებთ“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

აშშ-ს მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ე.წ. „შათდაუნი“ იმის შედეგი გახდა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ვერ შეთანხმდნენ მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინანსების საკითხზე, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს.

ამ ეტაპზე ამერიკელმა კანონმდებლებმა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს 2019 წლის ბიუჯეტი. დაფინანსების არარსებობის გამო ფედერალური სამთავრობო უწყებების მეოთხედი, კერძოდ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინის დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, დაფინანსების გარეშე რჩებიან.

ცნობისათვის, 20 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის კანონპროექტში 5,7 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის, თუმცა სენატის „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ დაბლოკავდნენ ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც კედლის დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომენტარები

დაფინანსება დონალდ ტრამპი კონგრესი მექსიკა 2018-12-26
Tags დაფინანსება დონალდ ტრამპი კონგრესი მექსიკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არ ვართ კმაყოფილი დღეს არსებული გამოძიების შედეგებით“ – მმართველი გუნდი ე.წ. „ხორავას ქუჩის“ საქმეზე საუბრობს

შემდეგი სტატია

მღვდელმა მრევლს თხოვნით მიმართა უყიდონ მანქანა და ნოუთბუქი

მსგავსი სტატიები

ლავროვი: რუსეთი დუგინას მკვლელობაში პასუხისმგებელ პირებს არ შეიწყალებს

ლავროვი: რუსეთი დუგინას მკვლელობაში პასუხისმგებელ პირებს არ შეიწყალებს

ნინო ჩხეიძე 24 აგვ 2022
დმიტრი მედვედევი: მასკი ყოჩაღია. ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება

დმიტრი მედვედევი: მასკი ყოჩაღია. ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება

ნინო ჩხეიძე 04 ოქტ 2022

ლონდონის მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს

17 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge