NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სისხლიანი გარჩევა წავკისში – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

სისხლიანი გარჩევა წავკისში – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

24 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 927 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სისხლიანი გარჩევა წავკისში – დაპირისპირება, რომელიც ორი მამაკაცის მკვლელობითა და ორის დაჭრით დასრულდა ავტომობილის სარკის გამო დაიწყო.

გარდაცვლილების ცხედრები მათ საცხოვრებელ სახლებში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ 26 წლის ლექსო ფეიქრიშვილი ოჯახთან ერთად თბილისში მიდიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და სარკე დაუზიანა.

როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება დაპირისპირება სწორედ ამ სარკის გამო დაიწყო. მისივე ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის მამა ქურდული სამყაროს წევრია.

„ცოლ-შვილით მიდიოდა თბილისში, მე მგონი ამ ბიჭებმა სარკე მოსტეხეს. ამათ უთქვამთ, სარკე უნდა გავიკეთოო. იმაზე მოვიდნენ, რომ მოლაპარაკებოდა და გაეკეთებინათ. მოვიდნენ ხანჯლებით, ანუ კი არ უნდა გაეკეთებინათ, დასახოცად მოვიდნენ. ერთ-ერთის მამა ქურდული სამყაროს წევრია,“-ამბობს ფეიქრიშვილების ახლობელი.

ორი დაჭრილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც ექიმი ამბობს, განსაკუთრებით მძიმეა სოსო დორეულის მდგომარეობა, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„არის ჭრილობა გულმკერდის არეში უკვე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, აქვს დადებითი დინამიკა,თუმცა რჩება მძიმე და საყურადღებოა,“-ამბობს დორეულის მკურნალი ექიმი.

მკვლელობა გუშინ მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც ქვეყნის დატოვებას მამასთან ერთად აპირებდა. ამ ინფორმაციას შს სამინისტროს ამ ეტაპისთვის არ ადასტურებს.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

მკვლელობა შსს წავკისი 2018-12-24
Tags მკვლელობა შსს წავკისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახდა

შემდეგი სტატია

თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებს

მსგავსი სტატიები

„იმისთვის, რომ მომავალში გვქონდეს მდგრადი მშვიდობა, აუცილებელია ჩვენი საზოგადოებების შერიგება“

27 სექ 2017
მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს კონსილიუმს და გადაწყვიტონ, გადაგვყავს საქალაქო საავადმყოფოში, თუ არა

მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს კონსილიუმს და გადაწყვიტონ, გადაგვყავს საქალაქო საავადმყოფოში, თუ არა

ირაკლი შალიკაშვილი 12 ნოე 2021
ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ნინო ჩხეიძე 10 მაი 2021

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge