NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები გაიზარდა – სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა დღე-ღამეში 2 ათასს აღწევს

H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები გაიზარდა – სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა დღე-ღამეში 2 ათასს აღწევს

24 დეკ 2018 ახალი ამბები 1117 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა. სპეციალისტების განცხადებით, მიზეზი, სეზონური გრიპია. გაზრდილია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახებაც. კონკრეტულად გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დღე-ღამეში დაახლოებით, 400 ზარი ფიქსირდება, ხოლო გამოძახებების რაოდენობა 2 ათასამდე ადის.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის სოლომონ როსტომაშვილის თქმით, გამოძახებების რიცხვს უმკლავდებიან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება დაგვიანებით მისვლა.

როსტომაშვილი განმარტავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პირველ რიგში, კრიტიკული კატეგორიის პაციენტთან მიდის.

„ამ პერიოდში, დაახლოებით, ზაფხულის პერიოდთან შედარებით, მომატებულია გამოძახების საერთო რაოდენობა 1500-დან 2000 გამოძახებამდე დღე-ღამეში. აღნიშნული სტატისტიკა და პერიოდულობა ახასიათებს, ზოგადად, ვირუსულ ინფექციებს ამ პერიოდში ანუ იწყება დაახლოებით, ნოემბრის დასაწყისიდან, გრძელდება მარტის თვემდე, პიკს აღწევს დეკემბერ-იანვრის პერიოდში. სასწრაფო, პირველ რიგში, მიდის ისეთი კატეგორიების პაციენტებთან, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული მდგომარეობაა, სადაც წუთებია განმსაზღვრელი მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება მაღალ ცხელებაზე მისვლას, ეს, რა თქმა უნდა, უფრო დაბალ პრიორიტეტული გამოძახებაა და შესაბამისად, შეიძლება მოხდეს დაგვიანება. თუმცა, რაც შეეხება, კრიტიკულ გამოძახებებს, ყველა მისამართზე სასწრაფო მიდის დროულად და მაქსიმალურად სწრაფად,“ – განაცხადა სოლომონ როსტომაშვილმა.

მიუხედავად დაავადების ზრდისა, მედიკოსები ეპიდემიის საფრთხეს ვერ ხედავენ. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ყოველ 100 ათას მოსახლეზე ვირუსის 221 შემთხვევა ფიქსირდება და ეპიდემიის საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც შემთხვევების რიცხვი 450-მდე ავა.

ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

H1N1 გრიპის ვირუსი ღორის გრიპი 2018-12-24
Tags H1N1 გრიპის ვირუსი ღორის გრიპი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებს

შემდეგი სტატია

კვლევა: D ვიტამინის ნაკლებობა დეპრესიის შანსს 75%-ით ზრდის

მსგავსი სტატიები

მიხეილ კაჭკაჭიშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

27 ოქტ 2017

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018
ზვიად დევდარიანის ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს

ზვიად დევდარიანის ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს

04 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge