დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა – ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების მიხედვით ბიუჯეტი 170 მილიონით იზრდება.
ცვლილების განხილვა დღეს თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო და ურბანული კომისიის სხდომაზე მოხდება. რაზეა გათვლილი დამატებული თანხა – ამასთან დაკავშირებით საკრებულოს წინაშე თბილისის მერი უკვე ხვალ ისაუბრებს. კახა კალაძე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს.
„ეს არის ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ ქალაქის მერმა გასცა. დამტკიცება მოხდება სამშაბათს. ბიუჯეტს წარადგენს ქალაქის მერი წლის ანგარიშთან ერთად. ბუნებრივია, ოპოზიციის დამოკიდებულება უნდა იყოს კრიტიკული, თუმცა ვერ გვაჩვენებენ ბიუჯეტს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამაზე უკეთესი ყოფილა,“-აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.
დედაქალაქის ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია.
„მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი ინფრასტრუქტურული და პრობლემაა, ვიცით ჩვენ, რომს საქართველოს მთავრობამ ასობით მილიონი ლარი ვერ აითვისა და მორჩენილი თანხიდან 170 მილიონ ლარს უმატებს თბილისის მერიას, რომელიც რა თქმა უნდა 5 კალენდარული დღე არის დარჩენილი და ამ თანხებს თვითონაც ვერ აითვისებს და მომავალ წელს მოუწევს გადატანა. მომავალი წლის ბიუჯეტში, „ქართული ოცნება“ კვლავ და კვლავ ზრდის სახელფასო ფონდს, მათ შორის თავის ფულადი ჯილდოებისთვის. ამიტომ იმ ბიუჯეტს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თბილისელების ინტერესებთან, რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დავუჭერთ,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარები