NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ჯერ არ არსებობს

დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ჯერ არ არსებობს

24 დეკ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 367 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით 100 ათას მოსახლეზე ვირუსის 221 შემთხვევა ფიქსირდება, რაც მინისტრის თქმით, იმას ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.

„ეპიდემიურ მზადყოფნა ჰქვია 100 ათასზე 450 შემთხვევას და მასთან მიახლოებულები, საბედნიეროდ, არ ვართ. მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება. გრიპს ახაიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი და ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის ნაცვლად აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ასეთი ნიშნების გამოჩენისას, ჯობს, დარჩნენ სახლში და გამოიძახონ ექიმი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება გამოძახებას, მინისტრის თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმები მომზადებულები არიან გადაუდებელი შემთხვევის მართვისთვის, ხოლო ოჯახის ექიმები – გრიპის შემთხვევების მართვისათვის.

„ამიტომ აუცილებელია ოჯახის ექიმს მიმართონ და არა სასწრაფო გამოძახებას“, – ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ფასიანი და უფასო ვაქცინაცია არ არსებობს:

„სახელმწიფო ყიდულობს მაღალი ხარისხის უფასო ვაქცინებს და ვაქცინები არის მიმართული იქითკენ, რომ ბავშვთა კალენდარი იქნას შესრულებული, რათა ბავშვი მთელი ცხოვრება დაცული იყოს ამ დაავადებებისგან. ეს ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ყველას ვთხოვთ, რომ დაიცვან ვაქცინაციის კალენდარი. კლინიკები მზად არიან მაღალი მიმართვიანობისთვის. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც დარგის სპეციალისტები აწვდიან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარაში 53 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპით გარდაიცვალა.

საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ელოდება.

გრიპის ვირუსი ყველა აკასობრივ კატეგორიაშია გავრცელებული.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

H1N1 გრიპი გრიპის ვირუსი დავით სერგეენკო 2018-12-24
Tags H1N1 გრიპი გრიპის ვირუსი დავით სერგეენკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა ვინაობა ცნობილია

შემდეგი სტატია

აფხა­ზე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა – პირველი ქალი “პრეზიდენტი” აფხაზეთში?

მსგავსი სტატიები

ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

23 აგვ 2018
ირაკლი კობახიძე: რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის

ირაკლი კობახიძე: რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის

28 ივნ 2018
„ისევ ბერა ივანიშვილმა დაჰკრა ჩაქუჩი“ – აქცია „მატროსოვზე“

„ისევ ბერა ივანიშვილმა დაჰკრა ჩაქუჩი“ – აქცია „მატროსოვზე“

14 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge