NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არ მინდა ჩემი შვილი ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგაც მოუწევს ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს – ჯანეზაშვილი სხდომაზე ახალშობილთან ერთად მივიდა

არ მინდა ჩემი შვილი ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგაც მოუწევს ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს – ჯანეზაშვილი სხდომაზე ახალშობილთან ერთად მივიდა

24 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1085 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. მართალია შესაბამისი ჩანაწერი დღის წესრიგში არსებობს, თუმცა საბჭოს წევრებისთვის კვლავაც უცნობია ეს მხოლოდ რეგლამენტში ცვლილებას ეხება თუ მსჯელობა უშუალოდ კანდიდატურებსაც შეეხება.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ჯანეზაშვილი ყურადღებას სისტემის ჩაკეტილობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ არ სურს მომავალმა თაობამ არსებული სასამართლო სისტემის პირობებში იცხოვროს.

სწორედ ამიტომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დღევანდელ სხდომაზე სიმბოლურად ახალშობილ შვილთან ერთად მივიდა. მისი თქმით, დახურული მმართველობის სისტემა უნდა შეიცვალოს.

„უზენაესი სასამართლოც შეიძლება აღმოჩნდეს ჩინჩალაძის კლანის ხელში უვადოდ,“ – ამბობს ჯანეზაშვილი.

მისივე განმარტებით, თუ საბჭომ დახურული მმართველობის სისტემა არ შეცვალა, 25 წლის შემდეგ მისი შვილების თაობასაც ისევ სასამართლო რეფორმაზე მოუწევთ მუშაობა და ისევ იმავე კლანს დაუპირისპირდებიან, რომლიც დღეს სისტემას მართავს.

„ამიტომ მოვედი დღეს ჩემს შვილთან ერთად აქ, რომ დღეს არის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას და მე მინდა მოვუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ ისინი შესაძლებელია, დღეისთვის ცდილობენ, რომ თავის თანამდებობები გაიმყარონ და შეიძლება ცდილობენ, რომ უზენაესშიც გაიმყარონ თავის პოზიციები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე და მე ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვროებდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგად მათ თაობას მოუწიოს, რომ ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს,“ – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილმა წინა სხდომაზე საბჭოს შესთავაზა პროექტი, რომელიც რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებდა. პროექტის მთავარი მიზანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის წესით არჩევა იყო. ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს წევრებმა მისი პროექტი ჩააგდეს.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

ნაზი ჯანეზაშვილი რამაზ ჩინჩალაძე 2018-12-24
Tags ნაზი ჯანეზაშვილი რამაზ ჩინჩალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სუს-მა დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

შემდეგი სტატია

აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა

მსგავსი სტატიები

ილია მეორეს თოდუას კლინიკაში გამოკვლევები  ჩაუტარდა

ილია მეორეს თოდუას კლინიკაში გამოკვლევები  ჩაუტარდა

06 იან 2018

ნარკორეალიზაციის ბრალდებით სპეცოპერაციისას დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

15 მაი 2018
აგვისტოს ომის მე-10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

აგვისტოს ომის მე-10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

31 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

  • რადგან…  სამშობლო აირჩია!

    რადგან… სამშობლო აირჩია!

  • ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

    ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge