NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დაიდგა

თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დაიდგა

22 დეკ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძაღლების კვების აპარატები დაიდგა.

რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა. აპარატის მუშაობას თბილისის მერი კახა კალაძე რიყის პარკში გაეცნო.იხილეთ ვრცლად : http://tbilisi.gov.ge/news/6633

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on შაბათი, 22 დეკემბერი, 2018

რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა. აპარატის მუშაობას თბილისის მერი კახა კალაძე რიყის პარკში გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე აპარატები სამ ადგილზე დაიდგა, მომავალი წლიდან კი ძაღლების კვების აპარატები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება.

„საკმაოდ საინტერესო და კეთილი პროექტი განხორციელდა – მიუსაფარი ძაღლებისთვის სამ ადგილზე კვების აპარატები დაიდგა. ეს იყო წინადადება, რომელიც პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში შემოვიდა, განვიხილეთ და მისი განხორციელების გადაწყვეტილება მივიღეთ.

აპარატის მოხმარება მარტივია. შეგიძლიათ ჩააგდოთ მასში პლასტმასის ბოთლი და ძაღლისთვის საკვები ჩამოიყრება, ასევე, სასმელი წყალიც. მომავალ წელს, იანვარში, კიდევ სამი ასეთი აპარატი დაემატება. მომდევნო წლის განმავლობაში კი, დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, კიდევ არაერთი აპარატის განთავსებას ვგეგმავთ.

აპარატები უკვე დავტესტეთ. მიხარია, რომ ასეთი კეთილი საქმე გაკეთდა და მადლობა იდეის ავტორს. ბევრი იდეა მოგვაწოდეთ, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იდეები განვახორციელოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს.

აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტ ,,შენი იდეა ქალაქის მერს’’, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.

კვების აპარატთან ერთად, რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლიც დაიდგა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისათვის 10 ხის სახლს დადგამს.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე მაია ბითაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და აპარატების დადგმის ინიციატორი გიორგი ხავთასი.

კომენტარები

თბილისი კახა კალაძე მიუსაფარი ძაღლები ძაღლები 2018-12-22
Tags თბილისი კახა კალაძე მიუსაფარი ძაღლები ძაღლები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სახელმწიფომ ტაქსის ფასების ზრდა არ უნდა უკარნახოს – გიგი წერეთელი თბილისის მერს აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

როგორი იქნება რადიოქალაქის ტერიტორია მუხიანში რეაბილიტაციის შემდეგ (ფოტოები)

მსგავსი სტატიები

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა

25 მაი 2018
1 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

1 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

28 თებ 2018
თავდაცვის მინისტრი ათასი ლარით დააჯარიმეს

თავდაცვის მინისტრი ათასი ლარით დააჯარიმეს

10 იან 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • “სალომე ზურაბიშვილის მსგავსი დესპანი საქართველოს არ ჰყოლია,”

    “სალომე ზურაბიშვილის მსგავსი დესპანი საქართველოს არ ჰყოლია,”

  • ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები – ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება

    ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები – ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება

  • გვაქვს რეგიონალური ტურნე – ხუთშაბათს და კვირას ვიქნებით ზუგდიდსა და ბათუმში

    გვაქვს რეგიონალური ტურნე – ხუთშაბათს და კვირას ვიქნებით ზუგდიდსა და ბათუმში

  • ხელისუფლების მუშაობის სტილი და ღირებულება არ არის ოპოზიციონერების “განეიტრალება” მიმდინარე გამოძიებით -არც ბატონი ბოკერია არის ის ადამიანი, ვინც გამოძიების გამო შეიცვლის გამოხატვის ფორმებს

    ხელისუფლების მუშაობის სტილი და ღირებულება არ არის ოპოზიციონერების “განეიტრალება” მიმდინარე გამოძიებით -არც ბატონი ბოკერია არის ის ადამიანი, ვინც გამოძიების გამო შეიცვლის გამოხატვის ფორმებს

  • ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას- ღრმად ცდებიან, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის

    ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას- ღრმად ცდებიან, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge