ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება 5 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია.
იმ შემთხვევაში კი, თუ 5 დღის ვადაში ცესკო თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და წარდგენილი სამი კანდიდატურიდან პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში აირჩევს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა.
ესენი არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.
წყარო: imedinew.ge
კომენტარები