NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გახარია – „ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდო ინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის“

გახარია – „ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდო ინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის“

21 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 873 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესების წარმომადგენლები უსმენენ. გიორგი გახარიამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა შესაძლებლობისთვის და ასევე, განაცხადა რომ მისთვის არასდროს ყოფილა პარლამენტში მისვლა პრობლემა.

„ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტარებო, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარლამენტს და მინდა გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა. ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიების. რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემთ ინტიტუტებს. სწორედ ამიტომ, დღეს აქ ვართ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს. აბსოლუტურად მზად ვართ ასევე, დისკუსიისთვის.

ზუსტად 1 წლის წინ, ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და თავს ვალდებულად ვთვლით, გარკვული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს. გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე, კონკრეტულ შედეგებზე და კონკრეტულ გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება.

ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდო ინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები, როგორც სამინისტროს ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე.

ჩვენ საუბარი დავიწყეთ ერთი წლის წინ და მაშინ განვაცხადეთ, რომ აუცილებლობას ვხედავთ სისტემური რეფორმირების და ამ რეფორმირების ნაწილში, ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ძირითადი მიმართულება: ეს გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული რეფორმირება, შინაარსობრივი რეფორმა, საკანონმდებლო რეფორმა და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მე აბსოლუტურად მოკლედ ვეცდები მოგახსენოთ 2018 წლის კონკრეტული მიღწეული შედეგები, რომელიც უკვე გვაქვს და ის კონკრეტული მიზნები, რომელიც 2019 წლისთვის გვაქვს დასახული.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

გიორგი გახარია პარლამენტი შსს 2018-12-21
Tags გიორგი გახარია პარლამენტი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალომე ზურაბიშვილს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

შემდეგი სტატია

„დღეს არ არსებობს არცერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებდეს“

მსგავსი სტატიები

საკითხი მარტივად არის, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი და  საერთაშორისო პარტნიორები მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ

საკითხი მარტივად არის, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ

ირაკლი შალიკაშვილი 29 სექ 2021

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის ინსპექტორს დაამტკიცებს

20 ნოე 2017
ჯაბა ჯიშკარიანმა ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა

ჯაბა ჯიშკარიანმა ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა

25 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge