NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უმრავლესობის წევრი მოსამართლეს თხოვნით მიმართავს, დავით კირკიტაძეს პატიმრობა არ შეუფარდოს

უმრავლესობის წევრი მოსამართლეს თხოვნით მიმართავს, დავით კირკიტაძეს პატიმრობა არ შეუფარდოს

20 დეკ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 397 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კახა ოქრიაშვილმა გააკეთა.

დავით კირკიტაძესთან დაკავშირებულ პროცესზე ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქმის განმხილველ მოსამართლეს მიმართავს თხოვნით, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა – გირაო ან შინაპატიმრობა.

“მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირტიკაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა.

ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები – სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.

სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ ვთხოვ დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა – გირაო, ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია,“ – ნათქვამია კახა ოქრიაშვილის განაცხადებაში.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

დავით კირკიტაძე კახა ოქრიაშვილი სასამართლო 2018-12-20
Tags დავით კირკიტაძე კახა ოქრიაშვილი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დაიწყო

შემდეგი სტატია

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი სტატიები

მელანია ტრამპის საახალწლოდ მორთულ თეთრ სახლს ძალიან სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა

მელანია ტრამპის საახალწლოდ მორთულ თეთრ სახლს ძალიან სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა

30 ნოე 2017
ზელენსკიმ პუტინის გზავნილი შეასრულა და მეორე დღეს სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა

ზელენსკიმ პუტინის გზავნილი შეასრულა და მეორე დღეს სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა

ირაკლი შალიკაშვილი 29 მაი 2019

ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ჩვენება გაიმართა

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

    ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge