NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რომ გაჩუმდებით მეგობრებო, მერე დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ“

„რომ გაჩუმდებით მეგობრებო, მერე დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ“

20 დეკ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 489 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპროტესტო აქცია გურჯაანის რაიონის სასამართლოსთან დასრულებულია. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა დატოვეს გურჯაანი. მანამდე კი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მოსამართლის გადაწყევტილება შეაფასეს, რომლის მიხედვითაც დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას იმისთვის, რომ დავით კირკიტაძე არ დარჩეს პატიმრობაში.

„პირველად ცხოვრებაში ვიყავი პოლიტიკურ პროცესზე, სადაც მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც კი არ გასულა. სადაც ორი უტიფარი ტიპი, რომელსაც პროკურორები ჰქვია და რომელიც მარტო ლექსიკით კი არა, სახეებითაც კი ჰგავდნენ ანდრეი ვიშინსკის და რონალდ ფრაისნერს. აი ესენი ისხდნენ იქა და ადამიანს გამოუტანეს განაჩენი. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი და რომ გაჩუმდებით მეგობრებო, მერე დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ პოლიციამ თავად დაარღვია კანონი ველისციხეში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

„ჩაგვიხერგეს გზა დამნაშავე პოლიციელებმა, ფორმა რომ ეცვათ და მათ წინააღმდეგობა რომ გავუწიეთ ე.ი. ჩვენ ვართ დამნაშავეები. რა არის ეს თუ არა დიქტატურა. ბელორუსიაში იგივე ხდება, რუსეთში იგივე ხდება. ლიდერებს აპატიმრებენ მაშინ, როდესაც გამოთქვამენ პროტესტს. ძალიან მწვავე ბრძოლა პარლამენტში, საკრებულოში, ქუჩაში მანამ სანამ არ დავამარცხებთ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ბრძოლა გაგრძელდება.

„დათომ თქვა სასამართლოს მიმდინარეობისას, რომ ბრძოლა შეიძლება ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი ადგილიდან. ციხეში იქნება თუ თავისუფლებაზე იქნება, ის გააგრძელებს ბრძოლას და თითოეული ჩვენთაგანიც გააგრძელებს ბრძოლას,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წევრების განცხადებით სამოქმედო გეგმა უცვლელია. ეს არის პროტესტი იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება ჩადის.

„გეგმა უცვლელია – ხელისუფლება, რომელსაც უზურპირებული ჰყავს სასამართლო, პარლამენტი, ამ ხელისუფლების პირობებში ბუნებრივია პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ფორმათ ჩნდება პროტესტი და პროტესტი ქუჩაში. დათო კირკიტაძე არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი. დღეს ქვეყანაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამყარდა დიქტატურა. ჩვენ ვცხოვრობთ ჩრდილოეთ კორეაში,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძე სასამართლო 2018-12-20
Tags გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძე სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„განცხადებები, რომ გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელები არ უნდა ყოფილიყვნენ, ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად მიმაჩნია“

შემდეგი სტატია

vali.ge-ს ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

მსგავსი სტატიები

პაკისტანში „თალიბანის“ სულიერი მამა მოკლეს

პაკისტანში „თალიბანის“ სულიერი მამა მოკლეს

03 ნოე 2018

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან

19 ნოე 2018
კახა კალაძე: მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრს“ შეისწავლიან, რათა ყველანაირი საფრთხე თავიდან ავიცილოთ

კახა კალაძე: მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრს“ შეისწავლიან, რათა ყველანაირი საფრთხე თავიდან ავიცილოთ

31 იან 2018

უახლესი ამბები

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge