NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„განცხადებები, რომ გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელები არ უნდა ყოფილიყვნენ, ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად მიმაჩნია“

„განცხადებები, რომ გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელები არ უნდა ყოფილიყვნენ, ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად მიმაჩნია“

20 დეკ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 415 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილს ქალი პოლიციელების როლის დაკნინებაში ადანაშაულებს. როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელ ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს.

„რაც შეეხება გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნას, მე ამ საკითხს ასე შევაფასებდი, რომ მათი ინტერესების დაცვა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სამინისტროს შიგნით. მე მოვისმინე განცხადებები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ თითქოს იქ ქალები არ უნდა მდგარიყვნენ. ეს მიმაჩნია ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად. შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გურჯაანის აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნა თუ რაიმე სექსისტური მიზეზით იყო გამოწვეული, ამ საკითხით პირადად დაინტერესდება.

„რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა შეგნებულად გაკეთებული, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, რადგან ბევრი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში და ამის მიღმა რაიმე სექსისტური მოტივაცია იყო, ამ საკითხით პირადად დავინტერესდები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

გურჯაანი ნათია მეზვრიშვილი პოლიცია შსს 2018-12-20
Tags გურჯაანი ნათია მეზვრიშვილი პოლიცია შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„სააპელაციო სასამართლო გაჯერებულია ტარაკანებივით „ქოცი“ მოსამართლეებით“

შემდეგი სტატია

„რომ გაჩუმდებით მეგობრებო, მერე დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ“

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

06 ივლ 2018
გზის სარემონტო სამუშაოებისას დაშავებული მუშა ორმოდან ამოიყვანეს

გზის სარემონტო სამუშაოებისას დაშავებული მუშა ორმოდან ამოიყვანეს

17 ივნ 2018

ცესკოს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გაასაჩივრებს

16 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge