NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შემდეგი ალბათ ვიქნები მე, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ – გიორგი ვაშაძე

შემდეგი ალბათ ვიქნები მე, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ – გიორგი ვაშაძე

18 დეკ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 1246 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამ წუთებში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.  ოპოზიციის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი გეგმების შეცვლას არ აპირებენ და აქციები გაგრძელდება, თუმცა ფორმაზე დღევანდელ შეხვედრაზე შეჯერდებიან.

გაერთიანებული ოპოზიცია სოფელ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ პროვოკაციად აფასებს. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიუხედავად დაკავებებისა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” დაიწყო, ხელისუფლება მათ ვერ შეაშინებს. ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანებში სხვა პოლიტიკური ლიდერებიც დააკავონ.

„ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია მათი მხრიდან. რისთვის?  რომ შემდგომ დაეწყოთ დაკავებები პოლიტიკური ლიდერების. რატომ კირკიტაძე? იმიტომ  რომ რუსთავში მოუგო არჩევნები მათ შტაბს და აქედან გამომდინარე კირკიტაძე ერთ-ერთი პირველია ვინც მათი სამიზნე გახდა, ეს საჯარო განცხადებებშიც თქვეს. შემდეგი ალბათ ვიქნები მე, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი ვინც იქ იყო. ზუსტად  მაქვს ინფორმაცია რომ ჭრიან ვიდეოებს და ეძებენ მაქსიმალურად იმ ფაქტებს, რომელსაც შეუძლიათ ჩაეჭიდონ. ეს არის  ჩვეულებრივი კანონგარეშე ქმედება პოლიციის ფორმაში ჩაცმული დაჯგუფების, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ კრიმინალური დაჯგუფება. ისინი  პოლიციელებად, როცა უკანონოდ მოქმედებენ ვერაფრით ვერ ჩაითვლებიან. ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე და ვერ შეძლებს ჩვენ შეშინებას ვერც ერთ შემთხვევაში ქართული ოცნება,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება გადავიდა პირდაპირ ტერორზე და ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. გიორგი ბარამიძის განცხადებით ხელისუფლება ვერ ხვდება მთავარს, რომ ლიდერების დაჭერით ისინი სიტუაციას ვერ გამოასწორებენ და პირიქით საპროტესტო ტალღას უფრო გაამძაფრებენ.

„ჩვენ ვნახეთ რა კრიმინალური  ქმედებები ჩაიდინეს ახალქალაქში და ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარის შექება მიიღეს. შემდეგ ჩვენი თავმჯდომარე დაჭრეს  პირდაპირ დანით და ე.წ. სპიცით ონში და ის დღესაც სიკვდილს ებრძვის. და ახლა ეს რომ არ იკმარეს, უკვე დაჭერებით და აი ამ ფიზიკური ზემოქმედებით, რომ დაინახეს რომ  ვერ გაგვაჩერეს ახლა უკვე დაიწყეს ახალი ეტაპი, ახალი ფაზა, როგორც დაგვპირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კალაძემაც ეს მუქარები გამოუშვა და რა თქმა უნდა გახარიასაც ვერ დავივიწყებთ აქ, რომ ფიზიკურად მოახდინონ იზოლირება ოპოზიციის ლიდერები. და სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებებით ისინი ეცდებიან ამ გზა დაადგნენ,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღეს ოპოზიციის წევრებმა მათ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის შესახებ ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდეს. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უწევს ანგარიშს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების აზრს.

„რიგ შემთხვევებში სადაც მისი პირადი ინტერესია ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი უცხოელი მეგობრების აზრი და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდად აისახება  ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი ვაშაძე დაკავება 2018-12-18
Tags გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი ვაშაძე დაკავება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„შსს-ში მოვედი, რომ გავიგო აქვს თუ არა რამე სიახლე გამოძიებას და რატომ არ ხდება ჩემი შვილის მკვლელის დასჯა“

შემდეგი სტატია

40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაცვლილ 34 წლის პატიმარს სახლში დღეს გვიან ღამით გადაასვენებენ

მსგავსი სტატიები

“სააკაშვილი დაკითხვისას ცუდად გახდა, დამამშვიდებელი დალია”

09 დეკ 2017

ქართველ  მოჭადრაკეებს რთული დაპირისპირება ელით

15 აგვ 2017
შსს: უამინდობის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შსს: უამინდობის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

18 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

  • მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

    ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

  • არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

    არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

  • თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

    თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

  • ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

    ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

  • ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

    ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge