NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ქვეყანა რომ დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის გამოხატულებაა“

„ქვეყანა რომ დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის გამოხატულებაა“

18 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 795 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენი მიზანია ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება, – ამის შესახებ ელჩების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა.

„ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს და მაქსიმალურად დავნერგოთ ყველა ის სიახლე, რომელიც საქართველოს წარმატებულ ქვეყნად აქცევს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხს. ჩვენი მთავრობის პროგრამას საფუძვლად დაედო 5 პრინციპი, რომელთაგან უმთავრესია ქართველი ხალხის ცივილიზაციული არჩევანი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. და ამ მიმართულებით წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება.

ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული საქმიანობა გისურვოთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, წელს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ბრიუსელში გავმართეთ უნიკალური ფორმატის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან და კოლეგა ევროკომისრებთან. ამ ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ევროკომისართა ფართო შემადგენლობა მონაწილეობდა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას და საქართველოს წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.

ასევე ხაზგასასმელია 11-12 ივლისს გამართული ნატო-ს ბრიუსელის სამიტი, როდესაც პირველად მოხდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ნატო-ს მხრიდან. სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. ჩვენმა მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და დასახეს საქართველოსთან ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქართველი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს მიმართ ერთგულება ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ ქართული სახელწიფო კვლავაც წარმატებით გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას დაუღალავი შრომისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც თქვენ თქვენი სამშობლოს ინტერესების დასაცავად ეწევით და ატარებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

ამბასადორიალი ნატო პრემიერმინისტრი საგარეო პოლიტიკა 2018-12-18
Tags ამბასადორიალი ნატო პრემიერმინისტრი საგარეო პოლიტიკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლსკი – ბურჭულაძ ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა

შემდეგი სტატია

სალომე ზურაბიშვილი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მივიდა

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარია: კალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია

17 ოქტ 2017
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

03 თებ 2018
უკანონო და დარღვევებით შესრულებული მშენებლობების შესახებ კანონი მკაცრდება

უკანონო და დარღვევებით შესრულებული მშენებლობების შესახებ კანონი მკაცრდება

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge