გადაწყვეტილება იყო ობიექტური. მადლობელი ვარ პროკურატურის, მოსამართლის. ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი შვილის საქმეზე ბრალდებულები დააკავეს.
„14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ამ ხალხისგან ჩაქცეული. ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში. უნდა ჩალპნენ იქ. დიდი მადლობელი ვარ პროკურორების, მოსამართლის, რომელმაც ობიექტური განაჩენი გამოიტანა“, – განაცხადა რობაქიძემ.
ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. უკვე მსჯავრდებული პირებიდან გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.
წყარო: ipn.ge
კომენტარები