NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

18 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 2984 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ამ დროისთვის გაურკვეველი ნივთი ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამ წუთებში დარბაზში ექიმია მიყვანილი.

ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. ხმაური დარბაზში ამ წუთებშიც გრძელდება.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

გურამ დონაძე დაკავება ირაკლი ფირცხალავა სასამართლო 2018-12-18
Tags გურამ დონაძე დაკავება ირაკლი ფირცხალავა სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბილაინის მხარდაჭერით „ხანის აკადემიის” კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილების ქართულად თარგმნა იწყება

შემდეგი სტატია

„ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში. უნდა ჩალპნენ იქ“

მსგავსი სტატიები

საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დაკითხეს

20 ნოე 2017

7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

29 ოქტ 2017

თბილისის ინტერპოლმა ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11 სექ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge