NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაცვლილ 34 წლის პატიმარს სახლში დღეს გვიან ღამით გადაასვენებენ

40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაცვლილ 34 წლის პატიმარს სახლში დღეს გვიან ღამით გადაასვენებენ

18 დეკ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 932 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაცვლილ პატიმარს, გიორგი ფასეიშვილს ოზურგეთში საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამით გადაასვენებენ. 34 წლის პატიმარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გარდაცვლილის ოჯახში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. გარდაცვლილი პატიმრის მეზობლები გიორგი ფასეიშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებენ.

„ძალიან კარგი ბავშვი იყო, ოჯახი არაჩვეულებრივი, მამა ჰყავდა, რომელიც გარდაიცვალა. დედაც, ფარმაცევტი ქალი, ძალიან კარგი და მოხდა ასეთი შემთხვევა, ვიღაც დაჭრა მგონი თუ რაღაც ასეთი,“ – ამბობს ოჯახის მეზობელი.

გიორგი ფასეიშვილი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. გიორგი ფასეიშვილი გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.

გიორგი ფასეიშვილმა საქმის გადახედვის მოთხოვნით, დაახლოებით, თვენახევრის წინ დაიწყო შიმშილობა, ის უარს აცხადებდა როგორც საკვების, ასევე მედიკამენტების მიღებაზე.

პატიმარი გლდანის საპატიმროში იყო მოთავსებული თუმცა საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. 40 დღის განმავლობაში ის საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა აშკარაა, რომ ეს ყურადღება პატიმრის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

გიორგი ფასეიშვილი სამართალდამცველებმა ერთი წლის წინ, მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

გარდაცვალება პატიმარი შიმშილობა 2018-12-18
Tags გარდაცვალება პატიმარი შიმშილობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შემდეგი ალბათ ვიქნები მე, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ – გიორგი ვაშაძე

შემდეგი სტატია

„მტკიცებულებები გამოძიებამ უნდა დადოს და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ“

მსგავსი სტატიები

პაოლო მალდინის პოსტი ინსტაგრამზე : “ლეგენდები თბილისში კახა კალაძისთვის”

05 ოქტ 2017

სამგორში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ხანძარია

24 სექ 2018

გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

16 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge