საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა – იბრძოლეთ ბოლომდე, – ამის შესახებ დაკავების პროცესში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
„ეს არის სახედაკარგული, შეშინებული პოლიცია“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ დაკავებისას.
დავით კირკიტაძე გურჯაანში დააკავეს. იგი მის თანაგუნდელ ნიკა მელიასთანერთად იმყოფებოდა. მელია და კირკიტაძე ერთი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათი თქმით, შეამჩნიეს ერთი ავტომობილი, რომელშიც სუს-ის წევრები ისხდნენ და უთვალთვალებდნენ. ამის შემდეგ, მელია დაინტერესდა მათი ვინაობით, რა დროსაც ადგილზე პოლიცია მივიდა და კირკიტაძე სს კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათი ადგილზე მისვლა საავტომობილო მოძრაობის შეფერხებამ გამოიწვია.
წყარო: ipn.ge
კომენტარები