NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია აქციებს იწყებს

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია აქციებს იწყებს

17 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 996 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ხელისუფლებამ მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, კომისიების თავიდან დაკომპლექტებასა და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

ვაშაძის განცხადებით, ამ მოთხოვნებით პარლამენტის წინ ხვალიდან პერმანენტული აქციები დაიწყება.

„მინდა გამოვეხმაურო გახარიას განცხადებას, ჯერ იმაზე, რომ ვითომ ყვარელზე გზა გახსნილი იყო, ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო. როდესაც მივედით და ველისციხეში გაგვაჩერეს ადა ეს გვითხრეს, ნაწილი ჩვენი მანიფესტაციის მონაწილეები წავიდნენ და გაეჩხირნენ გრემთან, სადაც ისევე იყო გზა გადაკეტილი როგორც ყველგან. უტიფარი სიცრუეა ეს.

“მობილიზებული იყო არნახული რაოდენობა პოლიციის, ვისი მუნდირიც შეურაცხყო ამ ხელისუფლება, გაოგნებული პოლიციელები იდგნენ და იყურებოდნენ გარშემო და ზონდერ ბრიგადები, რომელბმაც სასიკვდილოდ კინაღამ სცემეს შოთა დალაქიშვილი. ამისთანა ე.წ. ხელისუფლების ხელში ვიმყოფები. ყველა მეთოდი გადმოღებულია პუტინის რუსეთიდან. როდესაც ისტერიულად კივიან დემოკრატიაზე მათ მხედველობაში პუტინის სუვერენული დემოკრატია აქვს. აქედან გამომდინარე გაერთიანებული ოპოზიცია ადასტურებს ყველა მოთხოვნას, რომელიც გვქონდა წამოყენებული, კატეგორიულად მოვითხოვთ უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.

“ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შევიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესებში. მოვითხოვთ ყველას დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ყრიდა ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში, იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორი, ყველა იმ პირის დასჯას ვინც გუშინ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, აქციები არ შეწყდება არცერთი დღე,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

არჩევნები გაერთიანებული ოპოზიცია გრიგოლ ვაშაძე 2018-12-17
Tags არჩევნები გაერთიანებული ოპოზიცია გრიგოლ ვაშაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაშა ბანკი პარტნიორებს ახალ წელს ტრადიციულად – გარემოსდაცვითი აქტივობით ულოცავს

შემდეგი სტატია

ლიკვიდაციის რეჟიმში ვართ… ვასრულებთ არსებობას – პრეზიდენტის ადმინისტრაციას თანამშრომლების ნაწილი ტოვებს

მსგავსი სტატიები

ადვოკატი: ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც გამოიყენა მხოლოდ ერთხელ

04 დეკ 2017
ლელო ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს

ლელო ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივლ 2020

გიორგი მარგველაშვილი დიმა ჯაიანის ოჯახს უსამძიმრებს

09 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge