NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი

თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი

16 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 447 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნული მოედანი ერეკლე მეფის სასახლისკენ მიმავალ გზაზე, ერეკლე მეფის ძეგლსა და რვაასწლოვან ჭადარს შორის მდებარეობს.

ტერიტორიაზე პოლიცია მხოლოდ სტუმრებს და საშვის ან აკრედიტაციის მქონე პირებს უშვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შსს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს დაიცავს. უწყების ცნობით, საპოლიციო ძალები მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინაუგურაციასთან დაკავშირებით კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. თელავში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.” შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

აქცია გაერთიანებული ოპოზიცია თელავი ინაუგურაცია შსს 2018-12-16
Tags აქცია გაერთიანებული ოპოზიცია თელავი ინაუგურაცია შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შემდეგი სტატია

„ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს ნიკა მელია, იმედს გამოვთქვამთ, რომ არ მოაწყობს პროვოკაციას“

მსგავსი სტატიები

8 მარტს თიბისი გალერეაში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება

8 მარტს თიბისი გალერეაში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018
თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

10 ივლ 2018
“არსებობს ერთი კაცი, ორი პარტიით” – კობახიძე ბლოკების აკრძალვის მიზეზებს განმარტავს

“არსებობს ერთი კაცი, ორი პარტიით” – კობახიძე ბლოკების აკრძალვის მიზეზებს განმარტავს

ირაკლი შალიკაშვილი 05 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

    ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge