NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ეს შევარდნაძის პოლიციაა, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ“

„ეს შევარდნაძის პოლიციაა, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ“

16 დეკ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 247 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეს ის პოლიციაა ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს შევარდნაძის პოლიციაა, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ“, – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა ჩუმლაყთან, სადაც პოლიციამ მათ საპროტესტო კოლონას ცოცხალი ძალით, ავტობუსებითა და ავტომობილებით გადაუკეტა გზა.

„ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გადაადგილების თავსიუფლებას გვართმევენ. შეხედეთ: ეს ის პოლიციაა ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს შევარდნაძის პოლიციაა, შესაბამისი სიფათებით აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ კითხო რატომ არ გვიშვებენ თელავში, ვერ გიპასუხებენ. უსაფრთხოებაო, ვისი უსაფრთხოება, სალომე ზურაბიშვილის? ვის რად უნდა სალომე ზურაბიშვილი? ან დაცვა რად უნდა, გამოვიდეს ქუჩაში წყნარად ივლის, რა პრობლემაა მე არ მესმის. სამარცხვინო დროში ვცხოვრობთ სამწუხაროდ“, – განაცხადა ვაშაძემ.

თბილისიდან ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს ამბობს, რომ მათ გზა ან ფეხით უნდა გააგრძელონ (თელავამდე 30 კილომეტრია) ან ყვარლის გზით გააგრძელონ მოძრაობა (60 კილომეტრი). აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ყვარლის მარშრუტის შესახებ პოლიციის ინფორმაცია ტყუილია. მათ ჩუმლაყთან გზიდან მანქანებისა და ავტობუსების გადაყვანა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ვითარება ჩუმლაყთან ამ დრომდე დაძაბულია.

წყარო: netgazeti.ge

კომენტარები

გრიგოლ ვაშაძე თელავი პოლიცია შსს 2018-12-16
Tags გრიგოლ ვაშაძე თელავი პოლიცია შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს: საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა

შემდეგი სტატია

ჭელიძე: „აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა“

მსგავსი სტატიები

„ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ ჩვენ“

„ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ ჩვენ“

19 აგვ 2018

მარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 12 ოქტ 2018

ლონდონის მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს

17 სექ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • ფინანსთა სამინისტროს გაუმჯობესებული მუშაობა ეკონომიკაზეც უნდა აისახოს

    ფინანსთა სამინისტროს გაუმჯობესებული მუშაობა ეკონომიკაზეც უნდა აისახოს

  • სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, „ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან?” – არა, გითხარით უკვე!

    სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, „ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან?” – არა, გითხარით უკვე!

  • ომბუდსმენის შეფასებით, ის, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ მხოლოდ აქტივისტები არიან დაკავებული და არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა, ამ პროცესს ჩრდილს აყენებს

    ომბუდსმენის შეფასებით, ის, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ მხოლოდ აქტივისტები არიან დაკავებული და არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა, ამ პროცესს ჩრდილს აყენებს

  • იმედია კომპრომისამდე მივალთ – მდინარაძის კაბინეტში საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

    იმედია კომპრომისამდე მივალთ – მდინარაძის კაბინეტში საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

  • ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ საპენსიო რეფორმა ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული

    ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ საპენსიო რეფორმა ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული

  • გუშინდელმა შეხვედრამ გააჩინა შანსი, რომ ივანიშვილი კომპრომისზე წამოვიდეს – ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, ვიდრე არ გაფორმდება

    გუშინდელმა შეხვედრამ გააჩინა შანსი, რომ ივანიშვილი კომპრომისზე წამოვიდეს – ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, ვიდრე არ გაფორმდება

  • ოპოზიციასთან შემდეგ შეხვედრაზე საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება შევინარჩუნოთ

    ოპოზიციასთან შემდეგ შეხვედრაზე საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება შევინარჩუნოთ

  • ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი

    ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი

  • ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ, „ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის“

    ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ, „ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის“

  • დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს რუსული კულტურის ცენტრი არ სჭირდება – ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა

    დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს რუსული კულტურის ცენტრი არ სჭირდება – ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა

მოგვიწონეთ!

თბილისი
11°
few clouds
humidity: 43%
wind: 9m/s NW
H 7 • L 6
8°
Tue
9°
Wed
8°
Thu
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge