NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები”

“საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები”

16 დეკ 2018 პოლიტიკა 576 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თელავში კარგად ჩანს საქართველოს მიერ განვლილი გზა, ბრძოლით, გამოწვევებითა და წარმატებებით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თელავში შეჩერდა საქართველოს განვითარება და ახლა საქართველოს წინაშე ისევ გადამწყვეტი ეტაპია.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე. რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები. დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა. კიდევ ერთხელ ვდაგავრთ დიდი გამოწვევის წინაშე – აქ, თელავში კარგად ჩანს ჩვენ მიერ განვლილი გზა ბრძოლებით, გამოწვევებით თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის ერთგვარად ისტორიული მეხსიერების ბარათია. მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. აქ თელავში დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელწმიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერედა ჩვენი ქვეყნის განვითარება. საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა. მათ შორის მტრის განზრახვამ, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

TOP პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2018-12-16
Tags TOP პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ახლა ყველანი რუსთაველზე“

შემდეგი სტატია

“საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას – აფხაზეთი და სამხეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ”

მსგავსი სტატიები

ჯო ბაიდენი ბალტიის ქვეყნებში ჯარისკაცებს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე კი F-35 ტიპის გამანადგურებლებსა და მოიერიშე შვეულმფრენებს აგზავნის

ჯო ბაიდენი ბალტიის ქვეყნებში ჯარისკაცებს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე კი F-35 ტიპის გამანადგურებლებსა და მოიერიშე შვეულმფრენებს აგზავნის

ირაკლი შალიკაშვილი 23 თებ 2022

საქართველოს პრემიერმინისტრი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

12 ოქტ 2017
სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა

ირაკლი შალიკაშვილი 14 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

  • ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

    ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge