NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სააკაშვილი: პაციენტი, სახელად საქართველო, კვდება

სააკაშვილი: პაციენტი, სახელად საქართველო, კვდება

15 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 955 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

16 დეკემბრისთვის დანიშნულ პრეზიდენტის ინაუგურაციასა და ოპოზიციის საპროტესტო აქციას ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკით ავრცელებს ვიდეომიმართვას.

„ახლა ხშირად ამბობენ, რომ რადიკალიზმის დრო არ არის. ეს იცით, რას მაგონებს? პაციენტი გიკვდებათ და ეს პაციენტი არის თქვენი დედა, თქვენი შვილი… საჭიროა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, მაგრამ გეუბნებიან, შეიძლება ნეკნი გაუტყდეს და მოდი ასპირინი დავალევინოთ, რადგანაც ახლა რადიკალური მეთოდები არ არის საჭიროო. პაციენტი გიკვდება! ასპირინი არ შველის! არის პერიოდი, როცა რადიკალურ გამოწვევებს უნდა უპასუხო რადიკალური კონსოლიდაციით და ეს პერიოდი საქართველოს უკვე დაუდგა. არჩევნები არის მოპარული!“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა, რომელიც “ჯიბეში უდევს ერთ ოლიგარქს“.

„არავინ არ უნდა დაელოდოს ვინმე სხვას. ყველა უნდა იყოს ლიდერი. ახლა არ არის იმის კითხვის დრო, რას გვეტყვიან ლიდერები. ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას და ყველა უნდა ვიყოთ ლიდერი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში. ხელი უნდა გაანძრიო, რათა საკუთარი თავი გადაირჩინო, საკუთარი ქვეყანა გადაურჩინო შენს თავს და შენს შვილებს. ლიდერებზე გამოკიდებისა და პასუხისმგებლობის გადაბარების დრო არ არის. ჩვენ რას ვაკეთებთ, ამაშია საქმე. ჩვენ უნდა გავხდეთ ლიდერები, ჩვენი თავის და ქვეყნის პატრონები. თქვენ გართმევთ ქვეყანას ივანიშვილი და თქვენ უნდა წამოიღოთ ის უკან! ნუ დაელოდებით ლიდერებს! ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მას. დავამარცხეთ არჩევნებზე. მან ჩვენი გამარჯვება მოიპარა იმიტომ, რომ ჩვენ ვითამაშეთ წესების დაცვით, მან კი ყველა წესი დაარღვია. ახლა წესების დამრღვევს საქართველომ უნდა გასცეს პასუხი“, – ამბობს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

კომენტარები

არჩევნები მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა 2018-12-15
Tags არჩევნები მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები გახსნა

შემდეგი სტატია

„ინაუგურაციის დღეს აქციები თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება“

მსგავსი სტატიები

„პირველი ოქტომბრის ხმით დავიღრიალე“

21 ოქტ 2017

კომუნისტური პარტიის კონგრესი ჩინეთში

18 ოქტ 2017
პოლიტიკისგან გარკვეულმა დისტანცირებამ გამოიწვია კალაძისადმი კეთილგანწყობა, რაც შეეხება ბაქრაძეს, მის მიმართ აგრესია ნაკლებია და ადამიანები ფიქრობენ – ჯანდაბას, იყოს

პოლიტიკისგან გარკვეულმა დისტანცირებამ გამოიწვია კალაძისადმი კეთილგანწყობა, რაც შეეხება ბაქრაძეს, მის მიმართ აგრესია ნაკლებია და ადამიანები ფიქრობენ – ჯანდაბას, იყოს

ირაკლი შალიკაშვილი 16 იან 2020

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge