NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში აქციას, მერიის უარის მიუხედავად, მაინც გამართავს

გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში აქციას, მერიის უარის მიუხედავად, მაინც გამართავს

14 დეკ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 609 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში აქციას, მერიის უარის მიუხედავად, მაინც გამართავს. ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ თელავის მერიამ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სამშვიდობო აქციის გამართვასთან დაკავშირებით გაგზავნილ მოთხოვნას არაარგუმენტირებულად უპასუხა.

ბოტკოველისთვის გაუგებარია, თელავის მერის არგუმენტი, რომ, თითქოს, ოპოზიციის მიერ მოთხოვილი ტერიტორია ინაუგურაციისთვის საჭირო ტერიტორიას ემთხვევა.

„გუშინ მერის წერილი მივიღეთ ყოვლად გაუგებარი, ყოვლად არაარგუმენტირებული და საუბრობს რაღაც თემებზე, რომელიც, პირველ რიგში, მისი საქმე არ არის და რაღაც დაცვის თემებზე საუბრობს, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად. ამიტომ, მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-ს წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას. ამიტომ, პირიქით, თხოვნა და მოწოდება გვაქვს მათ მიმართაც, პოლიციის მიმართაც და ყველა იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, რომ ჩვენ იქ ვაპირებთ მშვიდობიან აქციას, კეთილი ინებონ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, რომელიც იქნება სრული ცივილიზებული ფორმით,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ოპოზიციამ თელავის მერიას მშვიდობიანი აქციის ჩატარებისთვის ტერიტორიის გამოყოფის მიზნით ორი დღის წინ მიმართა. მერიამ 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციონერებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, სადაც აქციისთვის 9 აპრილის ქუჩა არის მითითებული.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

გაერთიანებული ოპოზიცია თელავი ინაუგურაცია 2018-12-14
Tags გაერთიანებული ოპოზიცია თელავი ინაუგურაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

შემდეგი სტატია

თიბისი ბანკში განვადება მომგებიანია

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარიას ისევე აღარ აქვს ლეგიტიმაცია, როგორც ივანიშვილის ზებრას და პინგვინს

გიორგი გახარიას ისევე აღარ აქვს ლეგიტიმაცია, როგორც ივანიშვილის ზებრას და პინგვინს

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019
აპრილში 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

აპრილში 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

30 მაი 2018

„რომპეტროლის“ 1000 და 100 ლიტრიანი საწვავის ვაუჩერების იღბლიან მფლობელთა ვინაობა ცნობილია

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge