NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რუსეთის საგარეო უწყებამ 11-12 დეკემბრის ჟენევის დისკუსიებზე განცხადება გაავრცელა

რუსეთის საგარეო უწყებამ 11-12 დეკემბრის ჟენევის დისკუსიებზე განცხადება გაავრცელა

13 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 601 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11-12 დეკემბერს გამართულ ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთოსურმა დელეგაციებმა კვლავ ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას ქართულ ტერიტორიაზე აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო აქტივობა წარმოადგენს, მათ შორის ვაშინგტონისა და თბილისის გეგმები, ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მოდერნიზება განახორციელონ და 2019 წელს ჩაატარონ მორიგი ფართომასშტაბიანი, მრავალეროვნული სწავლება. ქართული მხარის მიმართ გაისმა მოწოდება, შეწყვიტოს სხვისი ინტერესების გამტარებლად ყოფნა და ამის ნაცვლად, ეცადოს მეზობლებთან ურთიერთობების დალაგებას“, – წერია განცხადებაში.

რუსეთი „პროვოკაციულად განიხილავს ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს ნატო-ში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის შესახებ“.

„სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო დაპირებებმა უბიძგა თბილისს 2008 წლის აგვისტოში დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურისკენ“, – მიიჩნევენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოფელ ატოცში მიმდინარე პროცესები, უკანონო ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგები დააყენა დღის წესრიგში ქართულმა დელეგაციამ ჟენევის 46-ე საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს.

დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, როგორც კი ქართულმა დელეგაციამ ოკუპაციაზე დაიწყო საუბარი, რუსულმა მხარემ შეხვედრა, ტრადიციულად პროტესტის ნიშნად დატოვა.

საქართველოს დელეგაციის წევრები მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას მოითხოვენ.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

ოკუპაცია ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთი 2018-12-13
Tags ოკუპაცია ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი შეინარჩუნა

შემდეგი სტატია

„თიბისი კაპიტალმა“ FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა

მსგავსი სტატიები

თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „მამია მალაზონია – წიგნი“ გაიხსნა

თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „მამია მალაზონია – წიგნი“ გაიხსნა

11 ივნ 2018
Liloshop.ge    „ლილო მოლის“ ოფიციალური ინტერნეტ მაღაზია

Liloshop.ge „ლილო მოლის“ ოფიციალური ინტერნეტ მაღაზია

News 19 მარ 2019

არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

05 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge