ანკარა სირიაში კიდევ ერთ სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავს, ამის შესახებ პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თურქეთის სამხედრო მოქმედებები მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ წარიმართება. ეს იქნება თურქეთის მესამე სამხედრო ოპერაცია სირიაში, მას შემდეგ რაც იქ სამხედრო მოქმედებები დაიწყო.
თურქეთი ახალ საომარ ოპერაციებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში უახლოეს დღეებში დაიწყებს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანი მხოლოდ ტერორისტული ფორმირებების განადგურებაა. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ოპერაცია რეგიონს სტაბილურს გახდის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქი სამხედროები ამ ტერიტორიაზე მყოფ ამერიკელებს საფრთხეს არ შეუქმნის.
კომენტარები