NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე გამოცხადდა

საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე გამოცხადდა

12 დეკ 2018 ახალი ამბები, მსოფლიო 797 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე გამოცხადდა, სტრასბურგში კი თავდამსხმელის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. სროლას, რომელიც ქალაქის ცენტრში, კლებერზე, ხალხმრავალ საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა, 3 ადამიანი ემსხვერპლა.

მომხდარს ტერორიზმის მუხლით იძიებენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. სროლის დროს ქალაქის ცენტრში 20-მდე ქართველი სტუდენტი და რამდენიმე არასრულწოლოვანი იმყოფებოდა, თუმცა, მათ სახიფათო ტერიტორია უვნებლად დატოვეს.

ქალაქის ცენტრში ყველა შენობა დახურეს და ხალხს გარეთ გამოსვლა აუკრძალეს. სროლის ადგილთან ახლოს მდებარეობს ევროპარლამენტიც, რომელიც უსაფრთხოების მიზნით ალყაში მოაქციეს.

პოლიცილებმა თავდამსხმელის კვალს მომხდარიდან ორ საათში ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მიაგნეს, მოხდა ორმხრივი სროლაც, თუმცა დამნაშავემ გაქცევა მოახერხა. სავარაუდოდ, ის დაჭრილია. სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო. ის ადგილობრივია. პოლიციელებმა დამნაშავის ბინა გაჩხრიკეს და ხელყუმბარები იპოვეს.

სტრასბურრში ყველა გამვლელ მანქანას ამოწმებენ. გაამკაცრეს კონტროლი გერმანიიის საზღვარზეც, სადაც სტრასბურგიდან მიმავალ მანქანებს გერმანელი პოლიციელები ჩხრეკენ.

ამ დროისთვის სპეცრაზმი მობილიზებულია ერთ-ერთ რაიონში, სამართალდამცველებს მთელი დასახლება ალყაში აქვთ მოქცეული. საავარაუდოდ თავდამსხმელი მაღაზიის შენობაშია ბლოკირებული.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

საფრანგეთი სტრასბურგი ტერორისტები 2018-12-12
Tags საფრანგეთი სტრასბურგი ტერორისტები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერი სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

შემდეგი სტატია

„კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება“

მსგავსი სტატიები

დმიტრო კულება: დაიწყო ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები რუსეთის SWIFT-იდან გათიშვასთან დაკავშირებით

დმიტრო კულება: დაიწყო ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები რუსეთის SWIFT-იდან გათიშვასთან დაკავშირებით

ნინო ჩხეიძე 26 თებ 2022
„სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას და დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა“

„სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას და დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა“

09 აგვ 2018
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

28 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge