NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მამუკა ბახტაძე: დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შევძელით ამ პროექტის რეალიზაცია

მამუკა ბახტაძე: დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შევძელით ამ პროექტის რეალიზაცია

11 დეკ 2018 საზოგადოება 601 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ მოქმედი წესები თუ რეგულაციები ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ინტერნეტმომხმარებლების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი წყაროა ჭარბვალიანობა და მისი დაძლევის გარეშე სიღარიბის დაძლევა გაგვიჭირდება. ჭარბვალიანობის გამომწვევი კი იყო უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა. შესაბამისად, ე.წ. შავ სიაში ყოველი მესამე მოქალაქე აღმოჩნდა, რაც პრინციპულად მიუღებელია და ეს მეტყველებს პრობლემის მასშტაბებზე. ჩვენი ამოცანა იყო ამ პრობლემის პრინციპულად მოგვარება. რამდენიმე თვე ვმუშაობდით ამაზე და პარლამენტშიც ავიღეთ ვალდებულება. დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შევძელით ამ პროექტის რეალიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახატძემ.

პრემიერ-მინისტრმა მომხმარებელს ასევე ბოდიში მოუხადა vali.ge-ს მუშაობის პირველ საათებში წარმოქმნილი ხარვეზებისთვის და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ვებგვერდზე განთავსებულია 6 ბანკის 400 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები.

„ჩვენი მიზანი იყო, შეგვემსუბუქებინა ყოფა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ არასამართლიანი წესებიდან გამომდინარე უკვე დაზარალდნენ. ეს პროცესი გრძელდება. შედეგად, 600 ათას ადამიანზე მეტი ამოვა ე.წ. პრობლემური სიიდან და ახალ წელს შეხვდება ამ პრობლემის გარეშე. ეს ინიციატივა ეხება მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სესხის გადახდა 1-ელ იანვრამდე და ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე განმარტა, რომ თუ მოქალაქეს vali.ge-ზე პირადი მონაცემების შეყვანისას დაუფიქსირდა ვალი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ეს დავალიანება განულდება.

„საბაზრო ეკონომიკის სიჯანსაღე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ წესი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი და თუ ის ვინმეზე არ ვრცელდება, საქმე გვაქვს თაღლითობასთან. შეიძლება, დაისვას კითხვა, ხომ არ აღმოჩდნენ უსამართლო მდგომარეობაში ის ადამიანები, ვინც ვალს იხდიდა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ 600 ათას მოქალაქეზე, რომლებიც, რომ არა ის უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა, რომელიც 2007 წლიდან დაიწყო, ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ დავარქვით ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომ ეს პრობლემა დავხუროთ და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, სადაც იქნება სამართლიანი დაკრედიტების სისტემა და გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას აღნიშნული პროექტის პოზიტიური მაკროეკონომიკური ეფექტის მოლოდინი აქვს.

„ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმებული იძულებულია, სთხოვოს დამსაქმებელს, არ ჩაურიცხონ თანხა ანგარიშზე, რადგან ჩამოეჭრება და თავის გასატანად საჭირო თანხა ფიზიკურად არ დარჩება. „შავ სიაში“ მოქალაქეების ასეთი რაოდენობა ხელს უწყობს ჩრდილოვან ეკონომიკას. ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, დაუბრუნდნენ სრულფასოვან ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას. ის ხალხი, ვინც ამ პრობლემის გამო მოწყვეტილი იყო თავისი ეკონომიკური აქტივობის სრულფასოვნად განხორციელებას, მცირე ბიზნესის დაწყებას, გააგრძელებს საქმიანობას და როდესაც ჩვენ საბაზრო ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ამას ძალიან პოზიტიური ეფექტი ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

TOP ბანკი ქართუ ვალი მამუკა ბახტაძე 2018-12-11
Tags TOP ბანკი ქართუ ვალი მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიმიტრი მედოევი: სამხრეთ ოსეთი სირიაში საელჩოს გაისად გახსნის

შემდეგი სტატია

ირანელებს საქართველოში ჩამოსვლას არ ურჩევენ

მსგავსი სტატიები

ზაზა წერეთელი: პატივი მხვდა ამ ჯგუფის წვერი გავმხდარიყავი

ზაზა წერეთელი: პატივი მხვდა ამ ჯგუფის წვერი გავმხდარიყავი

ნინო ჩხეიძე 23 ოქტ 2021
ლევან თაქთაქიშვილი: დღეს, მთელი რუსეთის ინტერნეტ სივრცის ტოპ ფოტოა. გადაღებულია 1927 წელს

ლევან თაქთაქიშვილი: დღეს, მთელი რუსეთის ინტერნეტ სივრცის ტოპ ფოტოა. გადაღებულია 1927 წელს

ნინო ჩხეიძე 30 ნოე 2020

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში გადმოჰყავთ

28 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

    საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge