საჰაერო თავდაცვის კომპონენტში საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადადიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, რომელიც საფრანგეთში იმყოფება, ფრანგულ მხარესთან ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლითაც ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გაგრძელდება.
ანტისაჰაერო სისტემა ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ნატოს ერთიანი კონტროლის სივრცეში. ის ამავე დროს საჰაერო თავდაცვით კომპონენტში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარები