თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება სთხოვა.
“ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორივე ქვეყნის ლიდერს, ჯერ პუტინს, ხოლო შემდეგ პოროშენკოს ტელეფონით, შემდეგ კი არგენტინაში, G20 სამიტზე ვესაუბრე.
მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ თხოვნა პუტინს გადავეცი. შევხედავთ მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა: “ასეთ საქმეებში თურქეთს მხოლოდ თხოვნა შეუძლია, ამის იქეთ არ წავა”.
კომენტარები