მასშტაბური პროტესტის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საწვავზე აქციზის მომატების საკითხზე ნახევარწლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს. ამის შესახებ დღეს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.
„ვაჩერებ ამ საგადასახადო ზომების აწევას ექვსთვიანი პერიოდით. არც ერთი გადასახადი არ ღირს იმად, რომ ერის მთლიანობას საფრთხე შეექმნას. ბევრმა ფრანგმა გამოხატა საკუთარი ბრაზი. ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ეს არ ნახო და გაიგო“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა. მისი თქმით, ნახევარი წლის განმავლობაში ფასი არც გაზზე და არც ელექტროენერგიაზე არ მოიმატებს.
„ფასები ზამთარში არ გაძვირდება“, – განაცხადა ფილიპმა.
პრემიერმინისტრი ფართომასშტაბიანი დებატების იდეით გამოდის, რომ 15 დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე საგადასახადო და სახელმწიფო ხარჯების შესახებ დისკუსიები გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს საფრანგეთს პროტესტის მესამე ტალღამ გადაუარა, რომლის მონაწილეებმა საწვავის მოსალოდნელი გაძვირება გააპროტესტეს.
კომენტარები