2015 წელს საიტზე venue.ge გამოქვეყნებულია ინტერვიუ ნიკა რურუასთან. გთავაზობთ ამონარიდს:
“– რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ უბედურებად?
– ყველაზე დიდ უბედურებად მივიჩნევ ყველანაირ გაუნათლებლობას, სიბნელესა და კატეგორიულობას.
– უნარი (შესაძლებლობა), რომელსაც გინდათ, რომ ფლობდეთ?
– მინდა შემეძლოს ყველა სულიერისა თუ უსულოს ენის გაგება მთელი კოსმოსის მასშტაბით, მარტო დედამიწაზე არა.
– როგორ გსურთ გარდაცვალება?
– შიშის გარეშე, მშვიდად და უცებ.
– თქვენი დევიზი?
– Life, Liberty and pursuit of Happiness. (სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სვლა).
– თქვენი მთავარი მიღწევა?
– რომ არასდროს ვარ თვითკმაყოფილი. და ინტერესისგან დაცლილი.”
ვრცლად იხილეთ აქ
პოლიტიკოსი, ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” წევრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები