NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რა დიალოგზე უნდა იყოს ლაპარაკი, წარმოუდგენელია“ – მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს

„რა დიალოგზე უნდა იყოს ლაპარაკი, წარმოუდგენელია“ – მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს

04 დეკ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 400 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ფართომასშტაბიან და მრავალპარტიულ კონსულტაციებს იწყებს.

ოპოზიცია მოლაპარაკებებში ჩართვას ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის მმართველ გუნდს სთხოვს. ამ მოთხოვნას „ქართული ოცნება“ კატეგორიულად არ იზიარებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების მოთხოვნა არაადეკვატურია, რადგან მოსახლეობის უმეტესობამ მხარი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.

„მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ უარი უთხრას „ნაციონალურ მოძრაობას“  მოთხოვნებზე, კანდიდატზე, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და მიიღო ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობის უმრავლესობის ხმას. ეს ნიშნავს, რომ მანდატი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ეს იყო 2016 წლისას საპარლამენტო არჩევნების დროს,  ვიდრე უფრო მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა ხმა. აქ არ დგას ვადამდელი არჩევნების საკითხი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და ზურაბიშვილისადმი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის მილოცვა პატივი სცენ.

მმართველ გუნდში პრეზიდენტის განცხადებასაც ეხმაურებიან – დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მარგველაშვილს ახსენებენ, რომ ამ  მიმართულებით თავად პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია და ახლა მსგავსი მოწოდებები არასწორია.

„რა დიალოგზე უნდა იყოს ლაპარაკი, წარმოუდგენელია. მე ვურჩევდი ჩვენს ოპონენტებს, რომ ამ სისულელეებს თავი დაანებონ და საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, კარლო კოპალიანმა.

წყარო: რუსთავი 2

 

კომენტარები

დიალოგი მმართველი გუნდი ოპოზიცია ქართული ოცნება 2018-12-04
Tags დიალოგი მმართველი გუნდი ოპოზიცია ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს“

შემდეგი სტატია

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

მსგავსი სტატიები

თბილისის ნაწილს 17 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

16 ოქტ 2017
კობახიძე: გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს

კობახიძე: გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს

09 აპრ 2018
„ევროპული საქართველოს“ განცხადებაზე – შეუძლიათ „ნაცკლასტერი“ ერთად დადგნენ და ერთმანეთს ედებატონ

„ევროპული საქართველოს“ განცხადებაზე – შეუძლიათ „ნაცკლასტერი“ ერთად დადგნენ და ერთმანეთს ედებატონ

ირაკლი შალიკაშვილი 28 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

    “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

  • “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

    “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

  • რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

    რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

    საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

  • სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

    სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

  • დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

    დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

  • ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

    ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

  • წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

    წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge