თოქ-შოუ «60 минут» წამყვანმა ევგენი პოპოვმა სტუდიიდან უკრაინელი პოლიტოლოგი მაქსიმ იალი გააგდო. იალი საუბრობდა უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის საქმეებში უხეშად ერევა. საუბრის დროს უკრაინელმა პოლიტილოგმა წამყვანს სხვა სახელით მიმართა.
“მე სპეციალურად თქვენთვის, ათანასი, ვიმეორებ …” განუცხადა იალიმ პოპოვს.
თოქ-შოუს წამყვანმა რამდენჯერმე სცადა გაერკვია, თუ როგორ მიმართა მას უკრაინელმა პოლიტოლოგმა და მას შემდეგ რაც ვერაფერი გაარკვია – სტუმარი სტუდიიდან “უხეშობის” გამო გააგდო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპანია «России-1» წამყვანმა, ოლგა სკაბეევამ პირდაპირ ეთერში თოქ-შოუ “60 წუთი” საზოგადო მოღვაწეს ნიკიტა ისაევს იდიოტი უწოდა.
კომენტარები