თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებებს ელოდება, ხოლო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხზე კომპანიების დაინტერესებას.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საქმიანობის 1-წლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა, მერია ორივე საკითხზე ინტერესთა გამოხატვას თავიდან გამოაცხადებს.
ჟურნალისტები დედაქალაქის მერისგან დაინტერესდნენ, რატომ უწევს მერიას კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით ტენდერების და ინტერესთა გამოხატვის განმეორებით გამოცხადება, რაზეც კალაძემ უპასუხა: „მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის საკითხზე ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძაობას“ ველოდები, 1 ლარად ვაძლევთ საჩუქრად, სად არიან? ამოვიდნენ სარდაფებიდან! მზად ვართ 1 ლარად გადავცეთ კონკრეტული ლოკაციები, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა. რაც შეეხება ე.წ. ხრუშჩოვკებს, ჩვენ მოვითხოვეთ გარკვეული გარანტიები კომპანიებისგან, ვისაც ინტერესი ექნებოდა, რომ არ გამოვიდეს ისე, გადავცეთ ლოკაციები და მათ ვერ განახორციელონ პროექტი, ადამიანები გარეთ დაგვრჩნენ. იმ გარანტიებით, რაც მოთხოვნილი გვქონდა, კომპანიებმა არ გამოხატეს ინტერესი. გვაქვს ახალი წინადადება და დარწმუნებული ვარ, ინტერესი იქნება მათი მხრიდან“,- განაცხადა კალაძემ.
წყარო: ipn.ge
კომენტარები